ამბები

გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები „გრანდ ელექტრონიქსში“!

ეკო ტატულაშვილი

14:58 შაბ. 26 დეკემბერი, 2020 წელი

გრანდიოზული
წინასაახალწლო
ფასდაკლებები „გრანდ
ელექტრონიქსში“!
14
დაკოპირებულია

24 დეკემბრიდან წინასაახალწლო მზადებამ პიკს მიაღწია - მთელი კვირის განმავლობაში, 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ გრანდიოზული ფასდაკლებები დახვდება. 

მსხვილ ტექნიკას 30%-მდე, ხოლო წვრილ ტექნიკას 50%-მდე ფასდაკლება შეეხება და აღნიშნული ფასდაკლებები ქსელის ხუთივე მაღაზიასა და ვებგვერდს მოიცავს.

ფასდაკლებით თითქმის ყველა ბრენდის პროდუქციის შეძენისას ისარგებლებთ. შეგახსენებთ, რომ „გრანდ ელექტრონიქსში“ შესაძლებელია ისეთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ტექნიკის შეძენა, როგორებიცაა SHARP, Toshiba, Midea, Beretta, Warmhaus, Mitsubishi Electric, Ardesto და სხვა პრემიუმ თუ ბიუჯეტური ბრენდები.

„გრანდ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალი მომხმარებლისათვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს საბურთალოს „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრში, „ისთ-ფოინთსა“ თუ „მეგალაინში“. ასევე, სრული დატვირთვით მუშაობენ ვარკეთილისა და გლდანის ფილიალები.

რაც შეეხება ვებგვერდს, „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდზე 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღეა შესაძლებელი შეკვეთის განთავსება პირდაპირი შესყიდვის ან განვადების შემთხვევაში. ასევე, თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა ნებისმიერ ნივთზე.

გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შემდეგ სიურპრიზად დაანონსდა.

„მას მერე, რაც შეზღუდვები დაწესდა, მით უმეტეს, წინასაახალწლოდ, ყველამ, მათ შორის, საჩუქრებმაც კი მოიწყინეს“, აღნიშნავს „გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე. „სწორედ ამ კუთხით გაიშალა ჩვენი კამპანიაც. ხოლო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ანუ 24 დეკემბრიდან, მაღაზიების გახსნასთან ერთად გრანდიოზული ფასდაკლებებიც გამოვაცხადეთ“, - ამბობს ნინი.

მეორე ეტაპის შეზღუდვები 2020 წლის ბოლოს; დახურული მაღაზიები, ჩამქრალი ვიტრინები და არასადღესასწაულო განწყობა დაკეტილ სავაჭრო მოლებში წინასაახალწლოდ - სწორედ ამ სიტუაციას ასახავდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ საახალწლო კამპანია „საჩუქრებმა მოიწყინეს“. მომხმარებლების ხმაურისა და ფუსფუსის გარეშე დარჩენილმა საჩუქრებმა, რომლებიც დღესდღეობით დახლებზე უქმად აწყვია, ერთმანეთში წუწუნი დაიწყეს.

„რახანია, ასეთი ცივი არ ვყოფილვარ“, წუწუნებდა გაზქურა. თმის ფენი და სავარცხელი კი მარჩიელობდნენ, მოენატრათ თუ არა ისინი Beauty Lab-ის ჯგუფში; დარდობდა კონდიციონერიც, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია და ყველაზე ნაკლები სადარდებელი ახლა მას აქვს; ტელევიზორებიც უსაქმოდ იყვნენ ჩამწკრივებულები.

დღეს კი, როცა შეზღუდვები დროებით შემსუბუქებულია, „გრანდ ელექტრონიქსი“ „გრანდ“- 30-50%-იანი ფასდაკლებებით გაანებივრებს მომხმარებელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მივხვდეთ, როგორ გავატარებთ დრ...

როგორ მივხვდეთ, როგორ
გავატარებთ დროს უმაღლეს
სასწავლებელში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დებატები...

ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში დებატების
საერთაშორისო ტურნირში
წარმატებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართება

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ ერთ დღეში...

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“
მხოლოდ ერთ დღეში 100-მდე
ავტოსაგზაო შემთხვევის
ზარალი დაარეგულირა

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო CIU...

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა
აირჩიო CIU თუკი წელს აბარებ

როგორ ავირჩიოთ უმაღლესი სასწავლებელ...

როგორ ავირჩიოთ უმაღლესი
სასწავლებელი 4

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერ...

ევროპაბეთსა და ნარდის
სპორტულ ფედერაციას შორის
თანამშრომლობა გრძელდება

რა არის საჭირო ჰაკათონში მონაწილეობ...

რა არის საჭირო ჰაკათონში
მონაწილეობის მისაღებად1

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას...

ევროპაბეთი საკალათბურთო
კლუბ ვერას გენერალური
სპონსორი გახდა

რა უნდა იცოდე, თუკი მობილობისთვის ე...

რა უნდა იცოდე, თუკი
მობილობისთვის ემზადები 3