ამბები

ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად

ეკო ტატულაშვილი

18:51 ხუთ. 24 დეკემბერი, 2020 წელი

ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის
ჩეთბოტის შესაქმნელად
14
დაკოპირებულია

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრა“-ს ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.

ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჰაკათონის შედეგად, შეიქმნება XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისას ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გარდა ამ მნიშვნელოვანი შედეგისა, ეს პროექტი კარგი შესაძლებლობაა უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის, რომ მათ შეიძინონ ახალი ცოდნა. იანვრისა და თებერვლის თვეში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმაჩეთბოტიქსის მენტორები არაერთ ლექციასა და ვორშოფს ჩაატარებენ ჩეთბოტების შექმნის და განვითარების მიმართულებით“, - ანა კვანჭილაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

4 დღიანი ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

ჰაკათონში მონაწილეობისათვის არ არის საჭირო სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა.

„ჩეთბოტის შექმნა ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის პროგრამირების ცოდნასთან და დიდ სირთულეებთან ასოცირდება ხოლმე. ამ ჰაკათონისა და მისი საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, მოკლე დროში შეისწავლოს ეს ტექნიკა და გახდეს ნარატივდიზაინერი, ანუ ჩეთბოტების მწერალი“, - მარიამ გოჩიაშვილი, ანიმაჩეტბოტიქსის პროექტების მენეჯერი

ჰაკათონის მთავარი პრიზი გულისხმობს ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის I ადგილზე გასული გუნდისთვის – 2500 ლარის, II ადგილზე – 1500 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდისთვის – 1000 ლარის ოდენობით.

სპეციალური პრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კი გადაეცემა 2 რჩეულ გუნდს, სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. სტუდენტური გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 500 ლარიანი ვაუჩერს ილიაუნის ნებისმიერ აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო სტუდენტური გუნდი კი - 1000 ლარიან დაფინანსებას.

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას სრულყოფილი ჩეთბოტის შესაქმნელად.

„ტექნოლოგიური განვითარების უდიდეს მოყვარულსა და დამნერგავს საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა, რომ მისი გარდაცვალებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ტექნოლოგიების გამოყენებით მასთან საუბარს ისევ შევძლებთ, თავად ნიკოსგან შევიტყობთ მისი უდიდესი მნიშვნელობის პროექტებისა თუ პროგრესი შეხედულებების შესახებ.

ორმაგად სასიხარულია ის ფაქტი, რომ ნიკოს ციფრული გაცოცხლება სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელით მოხდება.“- რუსკა უსტიაშვილი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი.

პროექტის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, AnimaChatbotics, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია “უნილაბი”, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჰაკათონის ღონისძიება ან გაწევრიანდით ფეისბუქ ჯგუფში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მივხვდეთ, როგორ გავატარებთ დრ...

როგორ მივხვდეთ, როგორ
გავატარებთ დროს უმაღლეს
სასწავლებელში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დებატები...

ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში დებატების
საერთაშორისო ტურნირში
წარმატებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართება

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ ერთ დღეში...

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“
მხოლოდ ერთ დღეში 100-მდე
ავტოსაგზაო შემთხვევის
ზარალი დაარეგულირა

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო CIU...

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა
აირჩიო CIU თუკი წელს აბარებ

როგორ ავირჩიოთ უმაღლესი სასწავლებელ...

როგორ ავირჩიოთ უმაღლესი
სასწავლებელი 4

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერ...

ევროპაბეთსა და ნარდის
სპორტულ ფედერაციას შორის
თანამშრომლობა გრძელდება

რა არის საჭირო ჰაკათონში მონაწილეობ...

რა არის საჭირო ჰაკათონში
მონაწილეობის მისაღებად1

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას...

ევროპაბეთი საკალათბურთო
კლუბ ვერას გენერალური
სპონსორი გახდა

რა უნდა იცოდე, თუკი მობილობისთვის ე...

რა უნდა იცოდე, თუკი
მობილობისთვის ემზადები 3