კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების გარეშე - ევროკრედიტის ავტო სესხი
12:09 ხუთ. 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თანამედროვე სამყაროში ავტომობილის შეძენა საქმიანი ადამიანის მთავარი საჭიროება და კომფორტული ცხოვრების შეუცვლელი კომპონენტია. ავტომობილის ყიდვა დღეს ბარიერებთან აღარ არის დაკავშირებული, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მანქანების რაოდენობა ქვეყანაში დღითი დღე იზრდება. 2023 წლის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 1.563 მლნ ერთეული შეადგინა. რატომ აღარ გვჭირდება ლოდინი სასურველი მანქანის შესაძენად? რადგან ავტოსესხის აღება მარტივად და სწრაფად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ასე მაგალითად, იმისთვის, რომ სასურველი ავტომობილის საჭესთან აღმოჩნდეთ, საკმარისია ევროკრედიტთან დაკავშირება და კომპანია სასურველ თანხას უმოკლეს დროში გასესხებთ. ევროკრედიტში სწრაფი სესხის დამტკიცება ყოველგვარი ბარიერების გარეშე, უმარტივესად შეგიძლიათ.
ავტო სესხი ყველასთვის - რა უპირატესობა აქვს ბაზარზე ევროკრედიტს?
ევროკრედიტის ავტოსესხი ბაზარზე რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა, არის ავტომობილისთვის სასურველი თანხის შოვნის საუკეთესო ალტერნატივა და ემოციური თვალსაზრისით, მომხმარებლების მხარდამჭერი სერვისი. კომპანიის მოტივაციაა თამაშის წესების შეცვლის შესაძლებლობა, პრიორიტეტი კი საუკეთესო სერვისის შენარჩუნებაა. ევროკრედიტის ავტო სესხის აღება რომ შეძლოთ, ყველაზე მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგჭირდებათ. მარტივი და სწრაფი ავტო სესხი გაიცემა 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეებზე, რაც იდეალური შესაძლებლობაა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ საკრედიტო ისტორია, ან ვერ შეძლონ შემოსავლის დადასტურება. ევროკრედიტის ავტო სესხი იდეალური არჩევანია, მაგალითად ნაკლებად სახარბიელო საკრედიტო ისტორიის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც მიუხედავად ამისა, გარშემომყოფების გახარება სურთ, ან სულაც თავიანთი კომფორტისთვის, ახალი ავტომობილის შეძენა ავტო სესხით გადაუწყვიტავთ.
საკრედიტო ისტორია და შემოსავლების დადასტურება ევროკრედიტში არავის სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ თუ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილი შეიძინოთ. ამ გადაწყვეტილებით ევროკრედიტმა თამაშის წესები მართლაც შეცვალა წლების წინ და თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი აუწყო. კომპანიის ინტერესი, პროდუქტის ეფექტურობისთვის, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობები და კომფორტული გადახდის გრაფიკის ორგანიზებაა.
როგორ ავიღოთ სწრაფი და მარტივი ავტოსესხი ევროკრედიტში?
იმისთვის, რომ საოცნებო და სასურველი ავტომობილის საჭესთან მყისიერად აღმოჩნდეთ, თქვენი კომპანიონი კრედიტორი, ევროკრედიტი სერვისზე მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველჰყოფს. სწრაფი და მარტივი ავტო სესხი ბარიერების გარეშე თანხის მიღებას გულისხმობს. ევროკრედიტში ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდე შემცირებულია, პროდუქტზე კი მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა უზრუნველყოფილი.
ევროკრედიტს საქართველოს მასშტაბით 11 ფილიალი აქვს, ექვსი თბილისის სხვადასხვა უბანში, ხოლო ხუთი საქართველოს დიდ ქალაქებში. კომპანია მუდმივად მუშაობს გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაზრდაზე. ფილიალების მისამართების და საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკრედიტის ვებგვერდს. ვებგვერდიდანვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ავტოსესხი ონლაინ, ნაკლები დროის დანახარჯითა და სწრაფი სერვისის საშუალებით.
როგორ ავიღოთ ავტო სესხი ონლაინ ევროკრედიტში?
თუ ავტოსესხის მიღება ონლაინ გსურთ, ევროკრედიტში ავტო სესხის აღება დისტანციურად შესაძლებელია. მეტიც, კომპანიამ ონლაინ სესხი პროდუქტების სიაში რამდენიმე წლის წინ “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით გააჩინა. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც ევროკრედიტის ფილიალებში მისვლა გამოწვევას წარმოადგენს, სახლიდან გაუსვლელად, თავისუფლად შეუძლიათ ონლაინ ავტო სესხის აღება.
ავტოსესხი დისტანციურად ევროკრედიტში მარტივი სერვისია და შემდეგნაირად მუშაობს: ევროკრედიტის ოფიციალურ საიტზე, კატეგორიებში, მარტივად დაინახავთ წარწერას “ავტო სესხი”, რომელზე დაკლიკებისთანავე ვებგვერდი სესხის კალკულატორს და სესხის მოთხოვნის ღილაკს გიჩვენებთ. კალკულატორზე შეგიძლიათ მიუთითოთ სესხის თანხა, სასურველი ვადა და დაუყოვნებლივ მიიღებთ ინფორმაციას ნომინალური პროცენტის, ეფექტური განაკვეთისა და ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხის მოთხოვნაზე.
პროცედურის დასრულებიდან მოკლე დროში, ევროკრედიტის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და იზრუნებს თქვენს სრულ ინფორმირებაზე, უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას და უზრუნველყოფს უსწრაფეს მომსახურებას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის გაკეთებამდე გსურთ კომპანიის გუნდის წევრებთან გასაუბრება, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე (032) 2 90 4000.
ევროკრედიტის ონლაინ ავტო სესხზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ რეფინანსირების შესაძლებლობაც. ავტოსესხის რეფინანსირება გულისხმობს, რომ თქვენი სასესხო ვალდებულება სიახლეებს არ გამორიცხავს. კერძოდ, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება. განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, წლებია ჩვენი კომპანიონი მსესხებლების კომფორტის საფუძველია.
ავტო სესხის პირობები ევროკრედიტში?
ევროკრედიტში ავტო სესხი 6-დან 72 თვემდე ვადით გაიცემა. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500 ლარიდან 50000 ლარამდე, ავტო სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე. საგირავნოდ მიიღება 2000 წლიდან გამოშვებულ ავტომობილები, რომელთა ღირებულება 4 700 ლარს აღემატება.
ევროკრედიტში სესხის მისაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა, ავტომობილის ტექ.პასპორტი და აუცილებელია, ავტომობილს გავლილი ჰქონდეს ტექ. დათვალიერება.
რას ექცევა ყურადღება სესხის დამტკიცების დროს ევროკრედიტში?
განაცხადის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია სესხის ლიმიტის ფაქტორი. ევროკრედიტის ავტოსესხის შემთხვევაში, ლიმიტი თქვენს გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული, გათვალისწინებულია საკრედიტო რეიტინგი და ავტომობილის ღირებულება. საკრედიტო ქულა ერთ-ერთი განმსაზღვრელია, რაც კომპანიას უჩვენებს, რამდენად არის თქვენთვის სესხის მოცემა რისკებთან დაკავშირებული, ან პირიქით, აძლევს ანალიზის შესაძლებლობას - რამდენად არსებობს ვარაუდი, რომ კრედიტი დროულად დაფაროთ.
გასათვალისწინებელია თქვენი შემოსავალი, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აუცილებელი არ არის ის საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ. საკმარისია გქონდეთ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი. რაც შეეხება სესხის ლიმიტს, ლიმიტი ევროკრედიტში ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება.
პერსონალურად იღებთ ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილებასაც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სურვილებიდან გამომდინარეობს და თანხის მისაღებად არავის ლოდინი არ გჭირდებათ. ევროკრედიტის თანამედროვე სერვისები ზედმიწევნით პასუხობს თქვენი, როგორც XXI საუკუნის ადამიანის მოთხოვნებს. ადამიანის, რომელსაც სასურველი თანხის მიღება მარტივად, სწრაფად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეუძლია.
ევროკრედიტი - თქვენი პარტნიორი, ნებისმიერი ბარიერის გადალახვისას!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან