ამბები

პლატფორმა „ინიციატივის“ ფარგლებში შშმ პირებისთვის, პარასპორტსმენებისთვის და ომის ვეტერანებისთვის ღონისძიება გაიმართა

fun time

14:12 პარ. 29 ივლისი, 2022 წელი

„ინიციატივამ“ შშმ პირებს,
პარასპორტსმენებსა და
ომის ვეტერანებს
უმასპინძლა

14
დაკოპირებულია

პლატფორმა „ინიციატივის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კომპანია „აჭარაბეთის“ სათავო ოფისმა უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სამშვიდობო მისიის წევრები, საომარ მოქმედებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პარასპორტსმენები.

ღონისძიებაზე მოეწყო მხედველობის არ მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, ასევე, ელექტრო და მექანიკური ეტლების საგამოფენო კუთხე, რომელიც საქართველოში შშმ პირების მიერ მზადდება.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი დამსწრე ადამიანებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა და მათი კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციაა სოციალურ ცხოვრებასა თუ კონკრეტულ აქტივობებში.

„ძალიან გვიხარია, რომ დღეს „აჭარაბეთის“ სათაო ოფისი არის ამ ღონისძიების მასპინძელი. პლატფორმა „ინიციატივა“ აქტიურად უჭერს მხარს პარასპორტსმენებს და მათთვის საჭირო ინიციატივებს. დღეს კი ორმაგად სასიხარულოა მათი სტუმრობა. ვფიქრობთ, სწორედ მსგავსი ინიციატივებით შესაძლებელია ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ასევე გახდნენ მაგალითი სხვა ადამიანებისთვის“, - განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გუჯაბიძემ.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პლატფორმა „ინიციატივას“ და აჭარაბეთის სათაო ოფისს, რომ გვიმასპინძლა და გაახარა ჩვენი პროექტის მონაწილეები. პლატფორმა „ინიციატივა” აქტიურად უჭერს მხარს პარასპორტსმენებს და შშმ პირებს და მათთვის საჭირო ინიციატივებს. ორმაგად სასიხარულოა მათი ინიციატივით ჩვენი სტუმრობა. ღონისძიებაზე გვქონდა სხვადასხვა აქტივობა: ბოჩა, მშვილდით სროლა, ეტლით სპორტული ცეკვა, ასევე, აღსანიშნავია ქართული წარმოების ეტლების გამოფენა და ტატოლურად უსინათლო მხატვრის გამოფენა და სხვადასხვა ნამუშევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირების მიერ გაკეთებული. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოვუხადო პლატფორმა „ინიციატივას“ ჩვენი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პროექტის დირექტორმა - ხათუნა გავაშელმა.

„ინიციატივა“ ეს არის პლატფორმა, რომლის მიზანია თავად შექმნას, გააერთიანოს და ხელი შეუწყოს საინტერესო ინიციატივას, საქველმოქმედო, შემეცნებითი, გასართობი და განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების მიმართულებით. პლატფორმას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: პასუხისმგებლობიანი თამაში - დღეს საზოგადოების და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია ცნობადობის ამაღლება, რომ თამაში იყოს უსაფრთხო.

სპორტი - პლატფორმის მიზანია ქართული სპორტის მხარდაჭერა და მისი პოპულარიზაცია.

ადამიანები - ინიციატივის მიზანია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებით ხელი შეუწყოს, ადამიანებს წინსვლასა და განვითარებაში.

„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია“-ს მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი