რატომ უნდა ვიაროთ სკუტერით
14:08 სამ. 2 მარტი, 2021 წელი

თუკი თბილისში ან რომელიმე დიდ ქალაქში ცხოვრობ, სადაც ყოველდღიურად გიწევს გადაადგილება, საცობებში დგომა კი შენი ყოველდღიური თავის ტკივილია; თუკი 18 წელს უკვე მიაღწიე, ცოტა ადრენალინიც მოგწონს, მაგრამ, ამავე დროს, უსაფრთხოდ გადაადგილება შენთვის პრიორიტეტულია, ჯობს ელექტროსკუტერის შეძენაზე დაფიქრდე.
მით უმეტეს, რომ გაზაფხული უკვე ოფიციალურად დაიწყო და დათბა კიდეც, ელექტროსკუტერი კი ის ტრანსპორტია, რომელიც თბილ ამინდებში ნამდვილად შეუცვლელი თანამგზავრი გახდება.
რატომ უნდა შეიძინო ელექტროსკუტერი?
თავს აარიდებ საცობებს
დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი, თბილისში, უკვე შეუძლებელია დააკონკრეტო საცობი დღის რომელ მონაკვეთში იწყება და მთავრდება. გადატვირთული მოძრაობა ქალაქის ნებისმიერი გამზირის მთავარი პრობლემაა. ასეთ დროს ელექტროსკუტერით მგზავრობას არაფერი სჯობს: გარდა იმისა, რომ საცობში დგომისას საწვავის უაზროდ ხარჯვას აიცილებ თავიდან, დროსაც დაზოგავ და დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მიაღწევ. სკუტერის ბილიკები თბილისში ნელ-ნელა მრავლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტრანსპორტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ეკოლოგია
ამ პუნქტზე დიდხანს არ შევჩერდებით, რადგან ხომ ისედაც ცხადია, რომ ელექტროენერგიაზე მომუშავე სკუტერი გამონაბოლქვით გარემოს არ აბინძურებს? გამონაბოლქვის გარდა, მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა ჩუმი ფუნქციონირების უნარიც არის.
ეკონომიურობა
თუკი დაქირავებული სკუტერით გადაადგილება შედარებით ძვირი ჯდება, საკუთარი სკუტერით მგზავრობა იმდენად იაფია, რომ ყოველთვიურ კომუნალურ გადასახადებში მისი ხარჯის გამოცალკევებაც კი ჭირს. და, რა თქმა უნდა, ავტობუსით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსითა თუ ტაქსით მგზავრობაზე გაცილებით ბიუჯეტური, ამავე დროს - სახალისოცაა.
თუმცა როცა უპირატესობებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი, რომელიც ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა დავიცვათ.
სკუტერით მგზავრობისთვის უკვე სრულწლოვანი უნდა იყო; მოძრაობა დაშვებულია ველობილიკზე სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს და ტროტუარზე, ისე რომ ქვეითების გადაადგილებას ხელი არ შეუშალო. სკუტერზე უნდა იდგეს მხოლოდ ერთი ადამიანი. სასურველია, თუკი ჩაფხუტსაც თან ატარებ.
სკუტერით მგზავრობისას, რა თქმა უნდა, მოძრაობის წესები უნდა დაიცვა. იარე მხოლოდ მოასფალტებულ ზედაპირზე. ნუ ატარებ ცალი ხელით, ნუ გაიკეთებ ყურსასმენებს და ყურადღებით იყავი, განსაკუთრებით, გზაჯვარედინებზე.
თუკი სკუტერის შეძენა გადაწყვიტე, ყურადღება მიაქციე მის სიჩქარეს, ზომას, წონას, დიაპაზონს, საიმედოობას და ღირებულებას. სასურველია, რომ ბორბლები 20 სმ-ზე ნაკლები დიამეტრის არ იყოს. თუკი ქალაქში უნდა იმოძრავო, დაგჭირდება დიდი, ჰაერით შევსებული საბურავები, ხოლო თუკი უსწორმასწორო ზედაპირზე გიწევს ხშირად სიარული, მაშინ უფრო ხორკლიან საბურავებს მიანიჭე უპირატესობა.
სკუტერის ყიდვისას მიმართე კონსულტანტს. დეტალურად განიხილე, რა წონის ადამიანი დგება კონკრეტულ სკუტერზე, რადგან ამის მიხედვით ირჩევა სასურველი სიჩქარის და ზომის სკუტერი.
კარგი ამბავი ისაა, რომ ელექტროსკუტერების ყიდვა უკვე ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსშიცაა“ შესაძლებელი. „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები ამ მიმართულებით რჩევებს აუცილებლად გაგიზიარებენ და სასურველ მოდელს აუცილებლად შეგარჩევინებენ. ელექტროსკუტერის შეძენა ვებგვერდითაც არის შესაძლებელი 24/7-ზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან