ამბები

როგორ მოვუაროთ ცენტრალური გათბობის ქვაბს?

ეკა ტიკარაძე

13:21 პარ. 12 მარტი, 2021 წელი

როგორ მოვუაროთ
ცენტრალური გათბობის
ქვაბს?

14
დაკოპირებულია

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება კითხვები გამათბობელთან დაკავშირებით: უნდა გამოვრთოთ თუ არა ცენტრალური გათბობის სისტემა? როგორ დავუკლოთ ტემპერატურა რადიატორებში ისე, რომ  წყალი არ გაცივდეს? როგორ მოვუაროთ გათბობის ქვაბს ისეთ სახლებში, რომლებიც მთელი ზამთრის განმავლობაში დაკეტილია? არის თუ არა უსაფრთხო მისი დიდი ხნით დატოვება? ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რამდენიმე რჩევა.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ სადაა ქვაბი დამონტაჟებული. იმ შემთხვევაში, თუკი ის გარეთ დგას, მაშინ საჭიროა მისი შეფუთვა ისე, რომ ზამთარში არ გაიყინოს. კარადაში მუდმივი ტემპერატურა 5 გრადუს ცელსიუსს არ უნდა ჩამოსცდეს. იგი შეფუთული უნდა იყოს ხარისხიანად და მარტივად, რათა ქვაბთან მისვლა და მუშაობა შესაძლებელი იყოს. გარდა ამისა, აუცილებელია ქვაბთან არსებული მილგაყვანილობის შეფუთვაც.

გაზაფხულზე ამინდი ხშირად იცვლება, თუკი გუშინ მზე კაშკაშებდა, დღეს შეიძლება თოვდეს კიდეც. იმისათვის, რომ გათბობა ვარეგულიროთ, საჭიროა ტემპერატურის აწევა-დაწევა და არავითარ შემთხვევაში მისი გათიშვა. რადგან ნებისმიერ იზოლირებულ ფართში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი თბოიზოლაცია გააჩნია მას, მითითებული ტემპერატურის მიღწევა-შენარჩუნებას 24-48 საათამდე სჭირდება. თუ გვსურს, რომ კონკრეტული სითბო შევინარჩუნოთ, გამათბობელი არ უნდა გავთიშოთ. გათიშული გამათბობელი არამხოლოდ კარგავს სითბოს, არამედ ჩართვის შემდგომ მუშაობს დიდი დატვირთვით, რაც ხარჯს ზრდის.

ცენტრალური გათბობის ქვაბების მენიუ თითქმის ერთნაირია. ამიტომაც, ასეთ ამინდებში, ჯობს, არეგულიროთ ცხელი წყლის ტემპერატურა (მაგ. 60-70 გრადუსი), ხოლო გამათბობელი თბილ ამინდში დავაყენოთ ნულოვან ნიშნულზე.

ზაფხულის დადგომის შემდეგ კი მენიუდან უბრალოდ გადართეთ ზაფხულის რეჟიმზე (რომელიც ეკრანზე მზის ან ცეცხლის ხატულით გამოისახება, ზამთრისა კი - ფიფქით). მისი გადართვა შეგიძლიათ menu ან mode ღილაკებით (გააჩნია, რომელია თქვენი გათბობის ქვაბზე).

თუკი ზამთარში გასათბობი ფართის დატოვება დიდი ხნით გვიწევს, საჭიროა დაიცალოს სისტემა, რათა ქვაბის გაყინვა თავიდან ავირიდოთ. გაზაფხულისთვის კი საჭიროა მისი მთლიანად გამორეცხვა.

ზაფხულის განმავლობაში რეკომენდებულია ქვაბის თვეში ერთხელ, რამდენიმე წუთით ზამთრის რეჟიმზე გადართვა. ეს თავიდან აგვარიდებს უმოქმედობის გამო ტუმბოს გაჭედვას. ზოგიერთ ქვაბს ეს ფუნქცია ავტომატიზებული აქვთ, ამიტომ შესაძლებელია, ზაფხულში სულ რამდენიმე წუთით გათბობის სისტემა თავისით ჩაირთოს და რადიატორები გათბეს.

ცენტრალური გათბობის ქვაბების ფართო არჩევანს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ხუთივე ფილიალში ნახავთ. ექსპერტ-კონსულტანტები აუცილებლად შეგარჩევინებენ თქვენი ფართისთვის ყველაზე მისაღებ მოდელს. გარდა ამისა, ტექნიკის ყიდვას 24/7-ზე ვებგვერდის საშუალებითაც შეძლებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ მეორე...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ პირველ...

სერენადები

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო...

სერენადები

ფესტივალი "ღამის სერენადები" 20 აგვ...

სერენადები

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ლიანა ისაკაძის სახელობის
საერთაშორისო ფესტივალი
„ღამის სერენადები“

როგორ შევარჩიოთ საწოლი და მატრასი

მატრასის შერჩევა

როგორ შევძლოთ კომპანიის ეფექტიანი ფ...

კომპანია Loialte

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული...

SugarBearPro