ამბები

სამშენებლო კომპანია „რეფორმამ“ აუტიზმის ეროვნულ ცენტრს კოტეჯი უსასყიდლოდ გადასცა

fun time

16:01 პარ. 2 ივნისი, 2023 წელი

სამშენებლო კომპანიამ -
„რეფორმა“ აუტიზმის
ეროვნულ ცენტრს კოტეჯი
უსასყიდლოდ გადასცა

14
დაკოპირებულია

აუტიზმის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კოტეჯის მშენებლობა დასრულდა. 2023 წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, აუტიზმის ეროვნულ ცენტრს, კომპანია „რეფორმამ“  სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კოტეჯი, რომელიც 15 წლის ზემოთ, აუტიზმის მქონე მოზარდებს მოემსახურება.

სამშენებლო კომპანია, წლების განმავლობაში, დიდ ყურადღებას უთმობს კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში აისახება.

„რეფორმას“ (ყოფილი „ენსისი“) დაარსების დღიდან, არაერთი პროექტი განვახორციელეთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. უკანასკნელ პერიოდში კი, რებრენდირებული „რეფორმას“ კონცეფციით, ჩვენი აქტივობები და სტრატეგია სრულ თანხვედრაშია კომპანიის ღირებულებებსა და პოლიტიკასთან. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო პროექტს ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენის მიმართულებით, მათ შორის, განათლების სექტორში. რაც შეეხება, აუტიზმის მქონე მოზარდებს, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ მომავალში დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. ამ კეთილი მიზნისთვის ჩვენმა კომპანიამ არაერთი ძალისხმევა გასწია და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას,“ - ამბობს კომპანიის - „რეფორმა“ დამფუძნებელი, გეგი ქელბაქიანი.

კომპანიის და აუტიზმის ფონდის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. დიდია კომპანია „რეფორმას“ წვლილი აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტების, გამოფენების და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების დროს. ამ ეტაპზე კი, მათი დახმარებით, მოზარდებს ექნებათ კიდევ ერთი სივრცე, სადაც მათ მიეცემათ შესაბამისი სერვისების მიღების, განვითარების, საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა.

აუტიზმის ეროვნული ცენტრის - „ფერადი ქალაქის“ მშენებლობა 15 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოზარდების მშობლებმა დაიწყეს. ცენტრი წარმოადგენს დიდ კომპლექსს, რომელშიც გათვალისწინებულია აუტიზმის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად ყველა კომპონენტი.

პროექტის მშენებლობა, მისი მასშტაბების გათვალისწინებით, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ფონდი მშობლების მიერ არის შექმნილი და მთლიანად დამოკიდებულია შემოწირულობებსა და კერძო სექტორის მხრიდან გაწეულ დახმარებებზე. ფონდის მიერ, თანხების მობილიზაციისთვის არაერთი საქველმოქმედო აქცია სწორედ კერძო და სახელმწიფო სექტორის, რიგითი მოქალაქეების ჩართულობით ჩატარდა.

ამჟამად ცენტრის ტერიტორიაზე კერძო სექტორის მხარდაჭერით აშენებულია სამი კოტეჯი. მიმდინარეობს მეოთხე კოტეჯის მშენებლობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი