სამშენებლო კომპანიის მარკეტინგი - რა გავითვალისწინოთ?
11:35 ორშ. 13 იანვარი
მშენებლობა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესსექტორი საქართველოში. მზარდ მოთხოვნასთან ერთად იზრდება ხარისხიანი მარკეტინგული მომსახურების საჭიროება.
რა მარკეტინგული ხელსაწყოებია საჭირო სამშენებლო კომპანიისთვის?
სახელწოდება & ლოგო - სახელწოდების მოფიქრება და ლოგოს დიზაინი, ეს არის სამშენებლო ბრენდის შექმნის პირველი ნაბიჯები.
მეტი ინდივიდუალობისა და ეფექტური ბრენდინგის განხორციელებისთვის ასევე რეკომენდირებულია ბრენდბუქის შექმნა.
ვებგვერდის დამზადება - სამშენებლო ორგანიზაციის საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია დამზადდეს, როგორც მარტივი საინფორმაციო ტიპის საიტი, ასევე სხვადასხვა ფუნქციონალით დატვირთული ვებგვერდი, მათ შორის სართულებისა და ბინების წარმოჩენის შესაძლებლობით ან თუ სამშენებლო კომპანია ყიდის სამშენებლო პროდუქციას, კატალოგის ტიპის საიტის ან ონლაინ მაღაზიის დამზდება შეიძლება გახდეს საჭირო.
სარეკლამო გვერდების დამზადება - მნიშვნელოვანია თქვენი სამშენებლო კომპანია წარმოდგენილი იყოს ყველა ძირითად სარეკლამო პლატფორმაზე, მათ შორის:
ფეისბუქი & ინსტაგრამი
რეკლამა ფეისბუქზე კვლავ ინარჩუნებს ყველაზე ეფექტური სარეკლამო მიმართულების როლს საქართველოში, ამიტომაც ფეისბუქ გვერდის შექმნა ტოპ პირველი ამოცანაა ნებისმიერი სამშენებლო ბრენდისთვის.
ინსტაგრამის პოპულარობაც საკმაოდ დიდია საქართველოში და ვინაიდან ორივე პლატფორმა მეტას ერთიან სისტემაში ერთიანდება, რეკომენდირებულია სარეკლამო გვერდების შექმნა ორივე პლატფორმაზე.
ტიკტოკი
სულ უფრო მეტი კომპანია არის დაინტერესებული ტიკტოკის გვერდის მართვის მომსახურებით, რაც ლოგიკურია, რადგან სწორედ ტიკტოკია ბოლო წლების ყველაზე ტრენდული სოც მედია პლატფორმა საქართველოში. ტიკტოკმა მოახერხა და საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებელი გადმოიბირა მეტას პლატფორმებიდან.
ლინქედინი
საკმაოდ სპეციფიკურია ლინქედინის გამოყენების არეალი, თუმცა რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს სწორედ ლინქედინის მეშვეობით არის შესაძლებელია საკმაოდ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება.
ამიტომაც არ დაივიწყოთ ლინქედინის გვერდის შექმნა და გაპიარება.
თქვენი მარკეტინგული სტრატეგია არ ვარგა, თუ თქვენი ბიზნესი არ არის გუგლში, სწორედ აქ ეძებენ ქართველი მოხმარებლების 95% სამშენებლო სერვისებს და ორგანიზაციებს.
გუგლში პოზიციების მოსაპოვებლად დაგეხმარებათ რეკლამა გუგლში ან თქვენ ვებ გვერდის SEO ოპტიმიზაცია
სოციალური ქსელების მართვა დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი სამშენებლო კომპანიის ცნობადობა, ასევე დღესდღეობით უპირველესი წყაროა რეალური მომხმარებლების მოსაზიდად.
ვინ მართავს სამშენებლო კომპანიის სოც მედია ქსელებს?
არსებობს ორი ალტერნატივა:
შიდა კადრი ან კადრების ერთობლიობა - შეძლებთ გადაამზადოთ და გაატაროთ სხვადასხვა მარკეტინგის კურსი
მარკეტინგული აუთსორსინგი - სააგენტო ან ფრილანსერები
როგორია თქვენი სამშენებლო კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია?
ავტორი: BLH
სიახლეები ამავე კატეგორიიდან