ამბები

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

fun time

16:24 სამ. 19 დეკემბერი, 2023 წელი

შამპანურის კოქტეილები

14
დაკოპირებულია

შამპანური ის სასმელია, რომელიც დღესასწაულთან, აღნიშვნასა და განსაკუთრებულ მომენტებთან არის დაკავშირებული. შამპანურის კოქტეილებსაც იგივე სიმბოლური დატვირთვა აქვს, განსხვავება მხოლოდ არომატების მრავალფეროვნებაა. 

 

გადავწყვიტეთ, თქვენთვის კოქტეილების რამდენიმე რეცეპტი გაგვეზიარებინა, რომელიც ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან ან სულაც საკუთარ თავთან გატარებულ დროს უფრო სასიამოვნოს გახდის.

შამპანურის კლასიკური კოქტეილი

შამპანურის კლასიკური კოქტეილი, როგორც სახელიც გვეუბნება, ყველაზე პოპულარული, გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. მისი მომზადება კი ყველაზე ადვილია და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამოავლეთ შაქრის კუბიკი ანგოსტურაში და მოათავსეთ შამპანურის ჭიქაში. დაასხით ცივი შამპანური. სილამაზისთვის ჭიქის ნაპირზე ლიმონის კანი მოათავსეთ.

კლასიკური მიმოზა

ტკბილი და მომჟავო გემოს იდეალური სინთეზისთვის თქვენივე ხელით უნდა გაამზადოთ ფორთოხლის წვენი. თუ გირჩევნიათ, რომ წვენი წინასწარ გქონდეთ გამზადებული, შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 2 დღით.

რაც შეეხება არომატების მრავალფეროვნებას, აქ სრულიად თავისუფალი ხართ. აირჩიეთ ის გემო, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ თქვენ ან თქვენს სტუმრებს. კოქტეილში შეგიძლიათ სტანდარტული ფორთოხალი, ნაველი, წითელი ფორთოხალი გამოიყენოთ. თუ ექსპერიმენტების მოყვარული ხართ, მათი ერთმანეთში არევაც სცადეთ.

ფორთოხლის ტკბილ წვენს ყველაზე მეტად მშრალი ან ნახევრად მშრალი შამპანური უხდება. ასეთი კოქტეილებისთვის შეგიძლიათ მშრალი პროსეკოც გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ შამპანური გამოყენებამდე კარგად გააციოთ.

მიმოზა მოცვით

კლასიკური მიმოზას მსგავსად, მიმოზა მოცვით ბევრისთვის საყვარელი სასმელია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მოცვი, ფორთოხალი, მოცვის წვენი, როზმარინი და ლაიმი. მას შემდეგ, რაც ინგრედიენტებს ერთმანეთში აურევთ, დაამატეთ თქვენთვის სასურველი შამპანური. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კოქტეილის მომზადებისას, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ თქვენს წარმოსახვას გასაქანი მისცეთ და გემოებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ.

პროსეკო პიტნით

საახალწლო დღეების გასამრავალფეროვნებლად პიტნისა და პროსეკოს სინთეზი უნდა გამოცადოთ. მისი დამზადება უმარტივესია, გემო კი ძალიან სასიამოვნო. მოსამზადებლად პიტნის სიროფს მშრალი ცქრიალა ღვინო. კოქტეილს გრილი, მსუბუქი არომატი აქვს, ამიტომ შეგიძლიათ ნოყიერ კერძებთან ერთად მიირთვათ. პროსეკოს ნაცვლად სხვა ცქრიალა ღვინო ან მშრალი შამპანურიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ბელინი გაყინული ატმით

თუ ზამთრისთვის ხილის გაყინვა თქვენც გიყვართ, გირჩევთ, ისინი ბელინის დასამზადებლად გამოიყენოთ. გაყინული ატამი სასურველი რაოდენობით მოათავსეთ ჭიქაში და დაამატეთ შამპანური. ყინულის ნაცვლად გაყინული ხილის გამოყენებას, არომატთან ერთად, სხვა უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, კოქტეილი უფრო ერთგვაროვანი და კრემოვანი გახდება, თანაც, ყინულისგან განსხვავებით, ხილი წყლად არ იქცევა და სასმლის არომატს არ გადაფარავს.

საშობაო კოქტეილი

საშობაო კოქტეილი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საახალწლო განწყობის შესაქმნელად და საკმაოდ მარტივი მოსამზადებელიცაა. კარგი ისაა, რომ სასმელი შაქარს არ შეიცავს, არამედ სიტკბოს ვაშლის წვენისგან იღებს. შამპანურს დაამატეთ ჯანჯაფილი არომატისთვის და მჟავე მოცვის უშაქრო წვენი. საბოლოოდ მიიღებთ უგემრიელეს პუნჩს, რომელიც მარტივი მოსამზადებელი, გემრიელი და, რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობის სიმბოლოა.

შეჯამება

თითოეული კოქტეილის მომზადება სახლის პირობებში, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ. მთავარია, ინგრედიენტები და პროპორციები სწორად შეარჩიოთ და შედეგით ყოველ ჯერზე კმაყოფილი დარჩებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბინები დღიურად თბილისში

თბილისის ანძა

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი