ამბები

„სიცოცხლის ხე“ - ღვინის მუზეუმი თანამედროვეობის გამორჩეული მხატვრის, ზურა გომელაურის გამოფენას უმასპინძლებს

fun time

13:01 ხუთ. 18 მაისი, 2023 წელი

მხატვარი ზურა გომელაური

14
დაკოპირებულია

ზურა გომელაურის შემოქმედება გამორჩეული და განსაკუთრებულია. ფერები, რომელიც ყველაფერს გავიწყებს და სიუჟეტები, საიდანაც მხოლოდ სიკეთე და ბედნიერება მოდის... ამ ყველაფრის ნახვის საშუალება გექნებათ 20 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით „ღვინის მუზეუმში“.

20 მაისს, 17:00 საათზე თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას - „სიცოცხლის ხე“, 3 დღის მანძილზე უმასპინძლებს.

ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე, პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით.

ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.

20 მაისს დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება - „სიცოცხლის ხე“, მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ტილოდან მოდის, რაც მის შემოქმედებას ერთგვარ ლაიტმოტივად თან სდევს.

ამ სახელწოდების ნამუშევარი 2022 წელს შეიქმნა კომპანია PSP-სთვის. ზურა გომელაურის ნამუშევრის მიხედვით კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა PSP-ს ქსელში წარმოდგენილი ნამუშევრის ვიზუალითა და მანათობელი ინსტალაციებით, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საღამოს, ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალებს გააცნობს. გამოფენაზე, მხატვარი 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს, ასევე წარმოდგენილი იქნება „სიცოცხლის ხის“ ორიგინალი ნამუშევარი და მის მიხედვით შექმნილი მანათობელი ინსტალაციები.

დაგეგმილია ახალი პროექტის საანონსო პრეზენტაციაც. რომელიც მარკეტოლოგ ნინო იოსელიანსა და ზურა გომელაურს შორის შეთანხმებული ტანდემით განხორციელდება. გამოფენის იდეა, მხატვრის გულშემატკივრებს, მის ახლო მეგობრებს შორის დაიგეგმა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საორგანიზაციო მუხტიც შეიკრა.

გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორები არიან პიარ მარკეტოლოგები: ანა ჩანგიანი, ნინო იოსელიანი, ეკა ხიდაშელი. გამოფენის პარტნიორია კომპანია PSP ..... ჩვენს შორის არიან გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან და საკუთარი შემოქმედებით ქვეყნის საგანძურს ქმნიან. მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აფლატოქსინები — საფრთხე, რომელიც ხშ...

SmartPharm

ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) წევ...

PSP ფარმა

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 – ვი...

ვისკის ფესტივალი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტ...

ქართველი სტომატოლოგებისა
და სტუდენტებისთვის PSP -ს
ექსკლუზიური პარტნიორის
იტალიური ბრენდის Curasept-ის
ერთობლივი ღონისძიებები
ჩატარდა

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინ...

PSP

შესაძლებელია თუ არა დისბაქტერიოზის...

პროლაიფი

PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდ...

PSP

მზის პანელების დადებითი მხარეები

მზის პანელების დადებითი
მხარეები

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა...

PSP