ამბები

YogaFest – ფხიზლად გართობის ხელოვნება

სალომე ჩაჩიბაია

15:31 ორშ. 15 მაისი, 2023 წელი

იოგა ფესტივალი თბილისში

14
დაკოპირებულია

Yoga-Fest  3-დღიანი შემეცნებით-გამაჯანსაღებელი ფესტივალია. ის იოგის მიმდევრებს, მოყვარულებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ერთ სივრცეში კრებს და აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ იოგას სხვადასხვა პრაქტიკებს, ჩაერთონ მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობებში, ისიამოვნონ მუსიკით, სუფთა ჰაერითა და ჯანსაღი საკვებით. YogaFest-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ალკოჰოლსა თუ სხვა სათრობ სუბსტანციებზე უარის თქმა და ფხიზლად გართობაა.

საიდან გაჩნდა ფხიზლად გართობის იოგა ფესტივალის შექმნის იდეა? რა არის მისი მთავარი იდეა და რას სთავაზობს ის სტუმრებს? – ამ და სხვა თემებზე YogaFest-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დავით კანდელაკს მივმართეთ.

პირველ რიგში, მოგვიყევით როგორ გაჩნდა YogaFest-ის იდეა?

ყველაფერი 7 წლის წინ იოგა retreat-ით დაიწყო. ქალაქგარეთ გავედით, სუფთა ჰაერზე იოგასთან ერთად გავატარეთ დრო და შიმშილობით გაწმენდა შევასრულეთ. პირველ ჯერზე მხოლოდ 7 ადამიანი შემოგვიერთდა, მეორე წელს 17 ადამიანი შევიკრიბეთ, მესამეზე 70, მერე კი 150-საც ავცდით. იოგა retreat ამ ფორმით ყველას ძალიან მოეწონა. წლიდან წლამდე ის შიგნითვე იზრდებოდა და ვითარდებოდა. იოგასთან ერთად ცოცხალ მუსიკას ვუკრავდით, ვუსმენდით ელექტრონულ მუსიკას და ვცეკვავდით, რაც მთავარია, ფხიზლად. ასე დაიბადა YogaFest და ფხიზელი გართობა.

რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ფხიზლად გართობაზე?

ალკოჰოლისა თუ სხვა სათრობი სუბსტანციების მიღებას არასასიამოვნო ნაბახუსევი მოსდევს. ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, ისინი დამოკიდებულებას იწვევს და გართობის მერე გუნება-განწყობილება ქვეითდება. ამას ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოჰყვება. აი, ფხიზელ გართობას კი უარყოფითი უკურეაქცია საერთოდ არ აქვს, პირიქით, გართობის მერე ხარ ჯანმრთელი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე. საყოველთაოდ მიღებულია, რომ თუ არ დათვერი, ვერ გაერთობი და ე.წ „კაიფს“ ვერ დაიჭერ, რაც ძალიან მცდარი შეხედულება და პარადიგმაა. თუ ცდით, ნახავთ, რომ ფხიზლად გართობის ექსტაზი გაცილებით უფრო მასშტაბურია და არაა დამოკიდებული ნივთიერებაზე.

YogaFest-ზე იქნებიან სპიკერებიც. რა თემებზე ისაუბრებენ ისინი?

ჩვენი სპიკერები ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ. სტუმრებთან წარდგებიან ადიქტოლოგები ზაზა კალანდარიშვილი და ნუგზარ ძიძიგური. მათი თემებია „უკონტროლო და აკვიატებული ლტოლვა“ და „ოჯახი და დამოკიდებულება“. რეზი ხუნწელია ფხიზელ გართობასა და ელექტრონული მუსიკის ისტორიაზე მოგვიყვება, ლევან რამიშვილი – ფხაგავად გიტაზე, ხოლო ლევან ბახია მისივე საავტორო ლექციას წაიკითხავს „ნებიწწერის ფრაქტალზე“.

იოგას სხვადასხვა პრაქტიკის გარდა, რა აქტივობებში შეეძლებათ სტუმრებს ჩართვა?

ფესტივალის აქტივობები მოიცავს სლეკლაინს, ბალანსის დაფას, ნეიროხატვას, სამაგიდო და უამრავ ფიზიკურ თამაშობებს. იქნება საბავშვო სივრცეც, სადაც ბავშვები დაესწრებიან საბავშვო იოგას და უამრავი თამაშით გაერთობიან. ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება ჯანსაღი კვების ობიექტები, ჰამაკები და ყველაფერი, რაც დასვენებისთვის, ვარჯიშისთვის და ფხიზლად გართობისთვისაა საჭირო.

როგორია ინტერესი YogaFest-ის მიმართ? რამდენად მოსწონთ სტუმრებს დროის ამ ფორმით გატარება?

ფესტივალის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით მედიის მხრიდან. როგორც წესი, ჩვენი ძირითადი სტუმრები იოგას მოყვარულები არიან, მაგრამ წელს ვფიქრობთ ის კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, რადგან ელექტრონული მუსიკოსების საოცარი შემადგენლობა გვყავს.

რაც შეეხება მონაწილეების უკუკავშირს, ფესტივალზე დასწრების შემდეგ სტუმრები იჯერებენ, რომ ფხიზლად გართობა შესაძლებელია და ისეთივე ემოციებს იწვევს, როგორსაც არაფხიზელი მდგომარეობა. მეტიც, ბევრი სტუმარი უკვე ამჯობინებს ფხიზლად გართობას, რაც ძალიან გვახარებს.

🧘‍♂️ YogaFest წელს 19, 20-სა და 21 მაისს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართება

🧘‍♂️ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ღონისძიების ბმულზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი