დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:04 ორშ. 9 დეკემბერი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ერთგვარ ჩარჩოში დარჩენა და თქვენთვის მიუღებელი წესების დაცვა მოგიწევთ. შეეცადეთ, მიმდინარე მოვლენებს უფრო პოზიტიურად შეხედოთ, მათში რაციონალური მარცვალი იპოვოთ და დაიჯეროთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. უარი თქვით იმპულსურ მოქმედებაზე და თქვენს ყველა ნაბიჯს კარგად დაუფიქრდით. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. კარგად დაფიქრდით რისი დათმობა შეგიძლიათ, იმისათვის რომ ნაკლები დაკარგოთ.

კურო

საკმაოდ დატვირთული დღეა. ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ. თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. მთავარია მომავალს პოზიტიურად და ოპტიმისტურად შეხედოთ. ხელსაყრელი დროა, რომ საკუთარი ნიჭი და უნარები სრულად გამოავლინოთ და გარშემო მყოფები გააოცოთ. კარგი დღეა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასამაღლებლად.

ტყუპები

ეცადეთ, უფრო მეგობრული იყოთ და ადამიანებთან ურთიერთობაში დიპლომატიის ნიჭი გამოიყენოთ. ამ დღეს უამრავი შეხვედრა და ნაცნობობა გელით. გირჩევთ, რთული საქმეები გვერდით გადადოთ, ახლა მათი დასრულებისთვის არც დრო და არც ძალა არ გეყოფათ. თუ საოჯახო ნივთის შეძენას გეგმავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ რომ ხარისხი და ფასი ერთმანეთს შეესაბამებოდეს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ოჯახური ბიუჯეტს გასანაწილებლად. დაფიქრდით, რაში იხარჯება თქვენი ფული და რაზე შეგიძლიათ უარი თქვათ. ნამდვილად არსებობს რაღაცები, რის გარეშეც ცხოვრება შეგიძლიათ. ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები გელით. საყვარელ ადამიანებთანაც კი შეიძლება პოლიტიკურ გემოვნების გამო დაპირისპირება წარმოიშვას, თუმცა ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ

ლომი

არახელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. გარშემო მყოფები უსარგებლო საუბრებით ყურადღებას გიფანტავენ, ამიტომ ეცადეთ განმარტოებით იმუშაოთ. ზოგ ლომს კომფორტის ზონიდან გასვლა და ისეთი რამის კეთება მოუწევს, რაც არ მოსწონს. საღამო ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეცადეთ, პრობლემის გადაჭრისას ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის. მოერიდეთ ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას, რადგან მოლაპარაკებები თქვენი მონაწილეობით წარუმატებლად დასრულდება. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც კარგად და ადვილად გამოგდით. ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც წარუმატებელია, რადგან თქვენს არგუმენტებს ის ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

სასწორი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. საჭირო ადამიანთან კავშირის დამყარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამ დღეს შეძლებთ კომპრომისის პოვნას მათთან, ვისაც დიდი ხნის წინ ეკამათეთ და დაშორდით. თქვენი ქარიზმის წყალობით, საჭირო სიტყვების პოვნას და თანამოსაუბრის მოხიბვლას შეძლებთ. სიფრთხილით მოეკიდეთ საქმიან ქაღალდებთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.

მორიელი

ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს. ნუ უგულებელყოფთ რჩევებს, ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. ამ დღეს დამაჯერებელი იქნებით, ამიტომ ჭირვეულ თანამოსაუბრესთანაც კი მარტივად შეძლებთ შეთანხმებას.

მშვილდოსანი

ამ დღეს წესების დაცვა და გარკვეულ ჩარჩოებში მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ამის წყალობით თქვენი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი იქნება. მთელი დღე ცდუნებას ებრძვით, რათა სამუშაო არ მიატოვოთ და გასართობად არ წახვიდეთ, მაგრამ თქვენში პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო ძლიერია. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვების დაპირებებს არ დაუჯეროთ და მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ადამიანების დარწმუნების უნარი ამ დღეს მოლაპარაკებებში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნებები დღესვე გადაჭრათ და სამომავლოდ არ გადადოთ ნებისმიერი ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს დაიწყება, დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

მერწყული

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და ინფორმაციას გაცვლით, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც უახლოეს ხანებში ძალიან დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სხვის საქმეებში ჩარევას მოერიდოთ და თუ არ გთხოვენ, რჩევებიც არავის მისცეთ. ამ დღეს მოდუნებას და დასვენებას მხოლოდ საღამოს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შეძლებთ.

თევზები

ეს დღე ნაყოფიერი იქნება, თუ წინასწარ შედგენილ გეგმას ზედმიწევნით შეასრულებთ. დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ნუ მიატოვებთ - ეს თქვენს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს. გზაზე თუ ვინმე გადაგეღობათ, დაუნდობლად გაუსწორდებით. მალე აღმოაჩენთ, რომ ამ დღეს რამდენიმე ახალი მტერი ან ახალი მეგობარი შეიძინეთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge