დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 კვი. 8 დეკემბერი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ემოციებმა და შინაგანმა დაძაბულობამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან დაპირისპირებისკენ გიბიძგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ და შექმნილ ვითარებას უფრო პოზიტიურად შეხედოთ. იქნებ საქმის გამწვავებას დათმობაზე წასვლა ჯობს? რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მოგვარებას თუ ვერ შეძლებთ, კარგ ურთიერთობას მაინც შეინარჩუნებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება ან საერთო გეგმების განხილვა სასარგებლო იქნება.

კურო

ამ დღეს ოპონენტის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, თქვენი იდეები სათანადოდ ვერ დააფასონ და თქვენი ჩანაფიქრი არასწორად გაიგონ. გარშემო მყოფებს თქვენი გაგება უჭირთ, ამიტომ ეცადეთ, უფრო გასაგებად და დამაჯერებლად ისაუბროთ. რაც უფრო ნაკლებ ემოციას გამოიჩენთ, თქვენი დღე მით უფრო ნაყოფიერი იქნება. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება - ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

ტყუპები

დაბრკოლებების მიუხედავად, უკან არ დაიხიოთ. პრინციპულობის წყალობით, წარმატებას მიაღწევთ და სირთულეებს გაუმკლავდებით. მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ. აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ გონივრულად იმოქმედეთ და თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლეთ.

კირჩხიბი

თქვენი ცინიკური შენიშვნები და უადგილო კრიტიკა შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოთ და მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. იქნებ ჯობია ცოტა ხნით ყველას და ყველაფერს გაერიდოთ და განმატოვდეთ? გაჩუმდე? თუ მოზღვავებულ ენერგიას ვერ თოკავთ, ფიზიკური საქმით ან ვარჯიშით დაკავდით. ეს შინაგანად განტვირთვაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

ლომი

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. შეიძლება ახალმა ინფორმაციამ შეხედულების შეცვლა გაიძულოთ. დროა, უფროსთან ერთად თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

ქალწული

შემოქმედებითი უნარები და კოლეგების მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მთელი ყურადღება პროფესიული საქმიანობისკენ გადაიტანოთ და შესაძლოა, ფინანსური წახალისება დაიმსახუროთ. დღე პროდუქტიული იქნება. პირად ცხოვრებაში მეტი უნდა იაქტიუროთ. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი და ლამაზი საღამო აჩუქეთ.

სასწორი

მუშაობის განწყობა არ გაქვთ და ცდუნებას ებრძვით, რომ ყველაფერი არ მიატოვოთ. თავადაც იცით, რომ ასე მოქცევა პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომ ეცადეთ, მუშაობა განაახლოთ. ახლობელ ადამიანს დახმარებასა და მხარდაჭერაზე უარს ნუ ეტყვით. წინ საინტერესო შეთავაზებები და ახალი ამოცანები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

მორიელი

ამ დღეს ჰაერში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ხალხი თქვენს მიმართ აგრესიულად იქნება განწყობილი, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. მალე სიმართლე გაირკვევა და თქვენ მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლიან. ამ დღეს შეგიძლიათ შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ და შეისვენოთ. მუშაობამ დაგღალათ და შვებულებაში გასვლა გსურთ? ახალ წლამდე დაცდა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ურთიერთობების წრე გააფართოოთ. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან და თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩებიან. უარი თქვით საეჭვო ოპერაციებში მონაწილეობაზე. განსაკუთრებით თუ საქმე ფულს ეხება, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. რთულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ - დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ ამ დღის ამოცანებს გაუმკლავდეთ და საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ.

თხის რქა

ამ დღეს დახმარებას არ უნდა ელოდოთ, რადგან ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უარყოფით ემოციებზე, რომლებიც შინაგანად განგრევთ. შეხვდით თქვენს მიმართ მეგობრულად განწყობილ ადამიანებს და ყველაფერში პოზიტივი ეძებეთ. თუ არ გსურთ, რომ დღემ უაზრო რბოლაში ჩაიაროს, ეცადეთ, მეტი დისციპლინა გამოიჩინოთ.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ასი თვალი და ყური უნდა გამოიბათ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ და კოლეგებთან გაუგებრობა თავიდან აიცილოთ. თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ძლიერი ემოციები შეიძლება თქვენი იარაღი გახდეს, რაც დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. საღამოს შეიძლება თავში საინტერესო იდეები მოგივიდეთ.

თევზები

სამომავლოდ გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომლებმაც შეიძლება თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინოს. უმჯობესია, რომ ამ დღეს მიმდინარე, მარტივი საქმეები აკეთოთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში მეტი იაქტიუროთ - ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაძლიერებას. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge