10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 9 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რომანტიკული ნაცნობობა ხანმოკლე აღმოჩნდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ - ახალ გატაცებას სერიოზულად ნუ მიუდგებით. შეეცადეთ, თქვენი სასიყვარულო თავგადასავლის პერსპექტივები წინასწარ შეაფასოთ.
ოჯახის წევრებთან დღეს სერიოზული საუბრის მიზეზი გაგიჩნდებათ. ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით და ეცადეთ, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ.
სადღესასწაულო დღეების შემდეგ სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, თუმცა შუადღის შემდეგ ეს მდგომარეობა გაივლის და თქვენი შრომისუნარიანობა საგრძნობლად გაიზრდება. საქმიანობა, რომელიც აქამდე მხოლოდ ჰობი გეგონათ, მალე შემოსავალს მოგიტანთ. რუტინამ შეიძლება ძალიან დაგღალოთ, ამიტომ ეცადეთ სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ.
კურო
შეზღუდვებს ნუ შეეგუებით! თქვენს პირად ცხოვრებას მეტი სივრცე და თავისუფლება სჭირდება. თუ სხვის თვალში ბეწვის ძებნის მავნე ჩვევას არ მოიშლით, პარტნიორმა შესაძლოა დიდი სკანდალი მოგიწყოთ.
სამსახურში მოსალოდნელი დაბრკოლებები ან საკუთარი შეცდომები მიზნისკენ მიმავალ გზას დროებით შეაფერხებს. დიდია გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ფინანსური სირთულეების რისკი, თუმცა პრობლემების დაძლევას ახლობლებისა და ძველი მეგობრების დახმარებით შეძლებთ.
ყური დაუგდეთ თქვენს სხეულს და ტკივილს ან დისკომფორტს ნუ უგულებელყოფთ.
ტყუპები
იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე — მას ახლა თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. მოსალოდნელია მგზავრობა, რომელიც ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შეგძენთ. მაშინაც კი, თუ საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებული ხართ, სხვების აზრსაც უნდა მოუსმინოთ. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება.
თუ საქმიანობის სფეროს შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, წინ ნუ აღუდგებით, რადგან ამან შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს! თქვენი შემოსავალი პირად ძალისხმევასა და რესურსების სწორად მართვაზე იქნება დამოკიდებული.
ემოციები აკონტროლეთ, სტრესს და კონფლიქტებს მოერიდეთ. განტვირთვის ვარჯიშები შინაგანი ბალანსის აღდგენასა და თვითშეგრძნების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ცხოვრებაში, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოგინდეთ. ნუ იჩქარებთ — შედეგები შეიძლება ისეთი სასიამოვნო არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით.
დაოჯახებულ კირჩხიბებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი ელით. პრობლემების წყებამ შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, თუმცა შემდგომი წარმატება ფრთებს შეგასხამთ.
მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის და ეცადეთ ბიუჯეტი გონივრულად მართოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან დიდია მოწამვლის ან ალერგიის ალბათობა. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების დოზირებისას.
ლომი
გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტების მიზეზი ხშირად ძველი შეცდომების გამეორებაა. თუ გსურთ ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს, საკუთარ შეხედულებებზე უნდა იმუშაოთ.
შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების სხვისთვის გადაბარების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან დიდი კამათი და დაპირისპირება მოჰყვება.
მოულოდნელად ხელში გარკვეული თანხა ჩაგივარდებათ. თუ ვალები გაქვთ, ეცადეთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაისტუმროთ და შეასრულოთ დაპირება, რომელიც ოჯახის წევრებს მიეცით.
ქალწული
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან შორ მანძილზე მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დროა.
სამსახურში ყველაფერი ისე ვერ აეწყობა, როგორც გსურთ — შესაძლოა საქმეებზე ფიქრმა საღამოსაც არ მოგასვენოთ. ამიტომ, უმჯობესია, ახალ შეხვედრებზე უარი თქვათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი დაგეგმილი პროექტების დასასრულებლად გამოიყენოთ.
მოერიდეთ მსხვილ გარიგებებსა და ძვირად ღირებულ შენაძენებს.
ფრთხილად იყავით, არსებობს ტრავმის მიღების რისკი. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას - ინფორმაციას, რომელსაც დღეს მიიღებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
სასწორი
ამ დღეს უბრალო ქათინაურსაც კი შეუძლია განწყობა აგიმაღლოთ. შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებამ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა დაძაბოს — სავარაუდოდ, თქვენი უბრალოდ შურთ.
არსებობს ფინანსურ მაქინაციაში ჩათრევის ან მოტყუების საფრთხე, ამიტომ ყველა რომელსაც საბუთი ყურადღებით შეამოწმეთ.
ეცადეთ, სახლში სიმშვიდის ატმოსფერო შექმნათ — სანთლები, მუსიკა და სასიამოვნო სურნელი თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან შეხვედრამ შესაძლოა ძალიან აგანერვიულოთ. განმარტოება და სიმშვიდე ახლა ძალიან წაგადგებათ, თუმცა არც ახლობლები დაივიწყოთ და დრო ოჯახურ აქტივობებსაც დაუთმეთ.
ეძებეთ მფარველები, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან — მათი მხარდაჭერით თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება.
გაუფრთხილდით ღვიძლს, უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ და ცხარე საკვებზე და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლს მოერიდეთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება. თუ მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებთ, შეიძლება მას მეგობრების წრეში შეხვდეთ. მთავარია, ყურადღება არ მოადუნოთ და თქვენკენ მომართული მზერა შენიშნოთ.
ოჯახში მცირე დაპირისპირება შეიძლება ძალიან გამწვავდეს, ამიტომ ნუ მისცემთ კონფლიქტს გაღვივების საშუალებას. სიფრთხილე გამოიჩინეთ სესხებთან მიმართებაში,რადგან ფინანსურ საქმეებში გაუგებრობები გელით.
ენერგიის ნაკლებობა, რომელსაც ბოლო დროს გრძნობთ, დადებითი ემოციების დეფიციტის ბრალია.
თხის რქა
ამ დღეს ეცადეთ, საყვარელი ადამიანი ნაკლებად აკრიტიკოთ და მეტად შეაქოთ — პოზიტიური ენერგია თქვენს კავშირს განამტკიცებს. შესანიშნავი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმეებს წარმატებით უძღვებით, არსებობს პარტნიორებთან ან უფროსობასთან დაპირისპირების რისკი. ურთიერთობებს ნუ გაართულებთ. დღევანდელი სირთულეები როგორც გარდაუვალი გამოცდა, ისე მიიღეთ, თუმცა იცოდეთ, რომ ყოველი კეთილი საქმე დაგიფასდებათ.
საუკეთესო დროა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად — შეგიძლიათ კვების მენიუ შეცვალოთ ან, უბრალოდ, განტვირთვის დღე მოაწყოთ. დღეს მცირე გასეირნება საუკეთესო ფიზიკური დატვირთვა იქნება.
მერწყული
პირადი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და ზოგჯერ ზედმეტად რთულიც კია. წვრილმანების გამო კამათმა შეიძლება თქვენს კავშირს საფრთხე შეუქმნას. უმჯობესია დრო მეგობრებისა და თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ — გარემოს შეცვლა და სიახლეების გაზიარება პოზიტივით აგავსებთ.
სამსახურში ბევრი შრომა მოგიწევთ, თუმცა ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევთ, რაც თქვენს საფულეზეც აისახება. მიუხედავად ამისა, ვალს ნუ აიღებთ — მისი დაბრუნება გაგიჭირდებათ.
ჯანმრთელობა სტაბილურია, ერთადერთი, რაც სიმშვიდეში ხელს გიშლით, ზედმეტი ეჭვიანობა და ნერვიულობაა.
თევზები
გირჩევთ, პირად ცხოვრებაში ინიციატივა ხელში აიღოთ — ახლა შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. დააფასეთ ერთმანეთის უნიკალურობა და მიეცით პარტნიორს განვითარების საშუალება.
დღეს შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს — ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ! ვარსკვლავები გირჩევენ, გეგმებს გადახედოთ და განვლილი გზა გააანალიზოთ. ნაჩქარევი ნაბიჯები მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან