11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:01 შაბ. 10 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პირად ცხოვრებაში მდგომარეობის მოულოდნელი გაუმჯობესება გელით. შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ - შესაძლოა, სასურველს რეალობად აღიქვამთ.
ახლობლები შეეცდებიან თქვენი ყურადღება მიიპყრონ და მხარდაჭერას გთხოვენ. საეჭვო რეპუტაციის მქონე პარტნიორთან დადებულმა ხელშეკრულებამ შეიძლება საქმიან სფეროში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანოს. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში წინდახედულობა გამოიჩინოთ. თუ შოპინგს გეგმავდით, სჯობს რამდენიმე დღით გადადოთ.
ამ დღეს უბრალო თავის ტკივილიც კი შესაძლოა იმის სიმპტომი იყოს, რომ ორგანიზმში რაღაც მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ.
კურო
მარტოხელა კუროებო, სასურველის მისაღებად აქტიურად უნდა იბრძოლოთ. ეს დღე დადებითი ენერგიითაა სავსე და სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. პროფესიულ საქმიანობაში თავდაჯერებულად მოქმედებთ და საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით. თუ ყურადღებით იქნებით, შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნას შეძლებთ.
შესაძლოა ფულის დახარჯვის ცდუნება გაჩნდეს, მაგრამ სჯობს, ფინანსები მომავლისთვის შეინახოთ. ხვალ ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ, ამიტომ რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის ნუ გადადებთ.
ტყუპები
თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ურთიერთობის მოგვარების დრო დადგა. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ და ოჯახში მშვიდობა დაამყაროთ. ეს დრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოსახატავად გამოიყენეთ.
ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ, მაშინაც კი, თუ კოლექტივს ფორმალურად სხვა ხელმძღვანელობს. შესაძლოა, აზარტულ თამაშებში ან ლატარიაში გაგიმართლოთ, თუმცა იცოდეთ, რომ იოლად მოსული ფული სწრაფად გაქრება.
დღეს მსოფლიო ენერგიების გარდაქმნის, საიდუმლო ცოდნის მიღებისა და მორალური განწმენდის დღეა. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, დაუსაბუთებელ რისკს და ცდუნებებს.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან დაიძაბოს. ეცადეთ, რჩეულთან ნდობაზე დაფუძნებული კავშირი დაამყაროთ. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვნად დასვენებას და ძალების აღდგენას მხოლოდ ოჯახური სიმყუდროვის მიღწევის შემდეგ შეძლებთ.
ზოგჯერ ზედმეტი თავმდაბლობა მხოლოდ ზიანის მომტანია, ამიტომ თავის ქება ნუ მოგერიდებათ და ხელმძღვანელობას თქვენი მიღწევების შესახებ მოუყევით. კარგი დღეა კომერციული გარიგებებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის - დღევანდელი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.
თუ რაიმე უსიამოვნო სიმპტომი შეამჩნიეთ, პრობლემის მოგვარებას ნუ გადადებთ — ახლა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საუკეთესო პერიოდია.
ლომი
შეიძლება გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება და ერთ ადგილს ტკეპნით, მაგრამ მალე თავბრუდამხვევი ცვლილებებია მოსალოდნელი. გირჩევთ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ და იმიჯი განაახლოთ.
საყოფაცხოვრებო საკითხების დამოუკიდებლად მოგვარებას მოერიდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ახლობლებს რჩევა ჰკითხეთ.
თუ დამატებით სამუშაოზე დასაქმებას გეგმავთ, ანაზღაურებაზე წინასწარ შეთანხმდით. ამ დღეს ძვირად ღირებულ შენაძენებს მოერიდეთ.
თუ ვარიკოზისკენ მიდრეკილება გაქვთ, ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.
ქალწული
თუ მარტოხელა ხართ, ნუ ინერვიულებთ - ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს და იქ მიგიყვანთ, სადაც საჭიროა. ახალ ნაცნობს ოჯახურ საიდუმლოებებსა და პირადი ცხოვრების დეტალებს ნუ გაანდობთ, თორემ საკუთარი გულახდილობის გამო მოგვიანებით ინანებთ.
ეცადეთ ახალი, საპასუხისმგებლო პროექტები არ წამოიწყოთ - სჯობს, ძველი შეცდომების გამოსწორებით დაკავდეთ. განსაკუთრებული ყურადღება ფულთან და საბუთებთან გმართებთ — მუდამ თან ატარეთ და უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ.
გაუფრთხილდით კუჭს და სწრაფი კვების პროდუქტებს მოერიდეთ.
სასწორი
შესანიშნავი დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. სავარაუდოდ, სულიერ აღმავლობას იგრძნობთ და შესაძლოა ნამდვილი გრძნობაც გაგიჩნდეთ. შეეცადეთ, თქვენი ურთიერთობების ანალიზი გააკეთოთ და საბოლოოდ გადაწყვიტოთ, საყვარელი ადამიანისგან რა გსურთ.
დროა ძველი მეგობრები გაიხსენოთ, რომლებთანაც თავს კარგად გრძნობთ. გირჩევთ, წვეულება მოაწყოთ და თქვენთვის ძვირფასი ყველა ადამიანი მოიწვიოთ. სამსახურში საქმეების სია პრიორიტეტების მიხედვით შეადგინეთ — ეს მუშაობას გაგიადვილებთ.
ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მოერიდეთ გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს.
მორიელი
სასასიყვარულო თავგადასავლებისთვის არც ისე ხელსაყრელი დროა. არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც მოგწონთ, სულაც არ აღმოჩნდეს ის, ვინც გგონიათ.
ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის. თუკი რომელიმე საკითხის გადაწყვეტა გჭირდებათ, ძველ და კარგად გამოცდილ გზას უნდა მიმართოთ.
ვარსკვლავების რჩევით, საღამო პირად ცხოვრებასა და თვითგანვითარებას დაუთმეთ. ზედმეტმა ნერვიულობამ შესაძლოა თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ ცუდ ამბებს მოერიდოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ურთიერთობები განამტკიცოთ. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და იმით დაკავდით, რაც ორივეს გიყვართ. სრული ურთიერთგაგების მიღწევა შეუძლებელია, მთავარია, უთანხმოებამ კრიტიკულ ზღვარს არ გადააჭარბოს.
დღეს არსებობს რისკი, რომ კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. თუ ფინანსურად გიჭირთ, ამის შესახებ ხელმძღვანელობას პირდაპირ აცნობეთ. ფინანსური დახმარება გონივრულად გამოიყენეთ და უსარგებლო ნივთებზე ნუ დახარჯავთ.
საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ ექიმებს ნუ ანდობთ. თუკი რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ,
თხის რქა
თქვენი ნიშნის წარმომადგენლები ცდუნების ნამდვილი დიდოსტატები არიან! ორიგინალურობის გამოვლენით კიდევ უფრო მომხიბვლელი და იდუმალი ხდებით. ოჯახური პრობლემების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.
ნუ ეცდებით, ყველაფერს ერთდროულად შეეჭიდოთ - ჯერ მთავარი საქმეები დაასრულეთ. მალე გაჩნდება შანსი, რომ ღირსეული ბიზნესპარტნიორი იპოვოთ. ეს საუკეთესო დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მათ შორის უცხოელებთან.
მოერიდეთ ალკოჰოლის და კოსმეტიკის ჭარბ გამოყენებას, რადგან ამან შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
მერწყული
თუ რომანტიკაზე, ახალ შთაბეჭდილებებსა და სასიყვარულო განცდებზე ოცნებობთ, ეს შესაძლებლობა მალე მოგეცემათ!
შესაძლოა, რომელიმე ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნეს ან უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვიოს და თქვენ დახმარება დასჭირდეს. თუ მთელ ყურადღებას მიზნებზე გაამახვილებთ, თქვენი მიღწევები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
თუ დღეს თავისუფალი დრო გაქვთ, ბუნებაში გაისეირნეთ — ეს ძალებს აღგიდგენთ და ენერგიით აგავსებთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნათ.
თევზები
შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც საერთო ინტერესები და ღირებულებები დაგაკავშირებთ. ენდეთ პარტნიორს და უსაფუძვლოდ ნუ დაადანაშაულებთ.
გახსოვდეთ, რომ ყველაზე უწყინარ ფლირტსაც კი შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს, თუ ეს თქვენმა მეუღლემ გაიგო.
საქმიან სფეროში ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ — დიდხანს ნუ იფიქრებთ და შანსი გამოიყენეთ, თორემ იღბალი ზურგს შეგაქცევთ.
გირჩევთ, რაციონში ის პროდუქტები შეიტანეთ, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. არც B ჯგუფის ვიტამინების და მცენარეული ცხიმების შესახებ დაივიწყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან