დღის ჰოროსკოპი

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 სამ. 13 აპრილი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა სიჯიუტემ ან ზედმეტმა პირდაპირობამ შეიძლება, ამ დღეს ყველა საქმეზე უარყოფითად იმოქმედოს. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო თქვენი შრომისმოყვარეობა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერაც კი სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ.

კურო

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება თქვენს საქმეებზე დადებითად აისახება. ეცადეთ, საკუთარი ძალა და ენერგია ტყუილად არ გაფლანოთ. გახსოვდეთ, რომ კარგად გააზრებული მოქმედებები წარმატებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ბიუჯეტს. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური სირთულეები, რაც შეიძლება შეძენას, ვალის დაფარვას ან ძვირფასი ნივთის დაკარგვას უკავშირდება. გირჩევთ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ფული გადაინახოთ. სამსახურში არ არის გამორიცხული ფარული მტრის ინტრიგები. საღამოს ხელსაყრელია სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება და ვარჯიში.

ტყუპები

ეცადეთ, დრო და ენერგია უსარგებლო საუბრებში, უქმად არ დაკარგოთ. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება გაიძულებთ, საქმის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, რაც თქვენი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. საღამოს უსიამოვნო სიახლის გამო ემოციური დაძაბულობა შეიძლება მაქსიმალურად გაიზრდოს. ნუ იდარდებთ. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

კირჩხიბი

მოსალოდნელია დროებითი ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ფული გადაინახოთ. სანამ ბიზნესის გაფართოებაზე ან შვებულების აღებაზე იფიქრებთ, ყველა ვარიანტი ყურადღებით შეისწავლეთ. ამ ეტაპზე უფროსებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ლომი

შინაგანი ენერგიის მოჭარბება შეიძლება თქვენთვისაც და თქვენ გარშემო მყოფთათვისაც დამანგრეველი გახდეს. მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული წარმატება საპირისპირო სქესთან და ზოგადად, ემოციური ცხოვრება. მეორეხარისხოვან თემებზე დროს ნუ გაფლანგავთ. იმის დაბრუნება, რასაც ახლა დაკარგავთ, ძალიან ძნელი იქნება.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მთავარი კოზირი დახვეწილი დიპლომატიაა. შესაშური შრომისმოყვარეობის წყალობით დაუჯერებლად ბევრის გაკეთებას შეძლებთ. თქვენი ენერგიულობა სამუშაოს საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება. დღის მეორე ნახევარში ახლო ნათესავებთან კონფლიქტი გელით. გირჩევთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

სასწორი

მშვიდი დღეა. დაბნეულობა შეიძლება შეცდომებისა და დაგვიანებული რეაქციის მიზეზი გახდეს. ვიღაც სარისკო ოპერაციაში თქვენს ჩართვას ეცდება. გირჩევთ, ასჯერ გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით. ხელსაყრელი დღეა მარტივი სამუშაოს შესრულებისა და დასვენებისთვის. დროა, შვებულებაზე სერიოზულად იფიქროთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობისა და შეძენისთვის. ეცადეთ, ყველა საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. იღბალის იმედად ნუ იქნებით, ყველაფერი თქვენს ნებასა და ქცევაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას და აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. გამორიცხული არ არის შარდსასქესო სისტემის დაავადებები.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება გაიძულებთ, ყურადღება მოიკრიბოთ და ყოველი ნაბიჯი წინასწარ დაგეგმოთ. ფრთხილად იყავით - შეიძლება თქვენმა დაუფიქრებელმა სიტყვამ საყვარელ ადამიანს გული ატკინოს. მშვილდოსანმა ქალებმა სიტყვები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეარჩიონ.

თხის რქა

ამ დღეს დახვეწილი დიპლომატია და სიტუაციის ანალიზის იშვიათი უნარი ნებისმიერ საქმეში თქვენი დამხმარე იქნება. შესაშური შრომისუნარიანობის წყალობით დაუჯერებლად ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ.

მერწყული

დაძაბული დღეა. სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. არასწორმა ინფორმაციამ ან უცხო ადამიანის გავლენამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ამ დღეს უახლოესი ადამიანების რჩევაც კი არ უნდა გაითვალისწინოთ და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი შეიძლება, მშვიდი იყოს. თევზი ქალები უამრავ ქათინაურს და საქებარ სიტყვას მოისმენენ. სამაგიეროდ, საღამოს ბევრს მსუბუქი დეპრესია დაეუფლება. გირჩევთ, პირქუში აზრებისგან გათავისუფლდეთ და ფხიზელი გონება შეინარჩუნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge