დღის ჰოროსკოპი

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:34 შაბ. 15 მარტი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სილაღითა და სიმსუბუქით სავსე დღეა. ახალი შეგრძნებების განცდა, ახალი ადგილების მონახულება და ცხოვრებით ტკბობა გსურთ. თუ შესაძლებელია, ეს დღე სუფთა ჰაერზე გაატარეთ - გარემოს შეცვლა ენერგიით აგავსებთ. შესაძლოა, ახლობლებთან მცირე გაუგებრობა მოხდეს. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, მით უმეტეს, თუ სიტუაცია არც ისეთი ნათელია, როგორც თქვენ გსურთ.

რჩევა: ენდეთ ინტუიციას — ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს სწორედ ის გაპოვნინებთ.

კურო

სასიამოვნო ემოციებით სავსე დღე გელით. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ მოდუნდეთ და თავს ცოტა მეტის უფლება მისცეთ. საუკეთესო დროა საყვარელი საქმის კეთებისთვის — იქნება ეს კულინარიული ექსპერიმენტები თუ ლამაზ ადგილებში სეირნობა. არსებობს შანსი, რომ ამ დღეს რაღაც ახალი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

რჩევა: დატკბით მომენტით, რომელიც ამ დღეს დაუვიწყარს გახდის.

ტყუპები

ამ დღეს, უბრალოდ, მოვლენების დინებას გაჰყევით და დააკვირდით, სად მიგიყვანთ. ახალი შეხვედრები წარმატებული იქნება. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში ბევრჯერ დაგეხმარებათ. სიყვარულში მოულოდნელი ცვლილებები გელით —სწორი არჩევანის გასაკეთებლად ინტუიციას ენდეთ.

რჩევა: მიეცით ცხოვრებას უფლება, რომ გაგაოცოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ოჯახთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება და დროის გატარება მოგინდებათ და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. დღევანდელი დღე ხელსაყრელია გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. საღამოს მოგებიანი შეთავაზება ან სასიხარულო სიახლე გელით.

რჩევა: გაუღეთ გული სიყვარულს და სამყარო ორმაგად დაგიბრუნებთ.

ლომი

ეს დღე უამრავ სასიამოვნო განცდას გპირდებათ. ის ხელსაყრელია საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობისთვის. პირად ცხოვრებაშიც წარმატებული დღეა. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და ეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი თემები უფრო ხშირად განიხილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი სითბო შეიტანეთ — ეს აუცილებლად დაფასდება.

რჩევა: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, რთულ თემებზე საუბარი და კამათი თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ამ დღეს შინაგან თავისუფლებას იგრძნობთ. შეიძლება მიხვდეთ, რომ ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც თავადვე დაიწესეთ, სრულიად უსაფუძვლოა. მიეცით თავს მეტის უფლება, დატკბით დღევანდელი დღით და ხვალინდელ დღეზე არ იფიქროთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობას გულწრფელი საუბრით მარტივად დაძლევთ.

რჩევა: ამ დღეს დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და საკუთარ თავს ფიქრის დრო მიეცით.

სასწორი

ეს დღე ჰარმონიის განცდას მოგიტანთ. შესაძლოა, დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნოთ, რომ შეგიძლიათ უბრალოდ მომენტით დატკბეთ და მომავალზე არ იფიქროთ. პირადი ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. თუ პარტნიორი გყავთ, შეგიძლიათ ეს დღე გულწრფელი საუბრებისთვის გამოიყენოთ. თუ მარტოხელა ხართ, ახალ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით — დღეს შესაძლოა, ბედმა მოულოდნელი შეხვედრა გაჩუქოთ.

რჩევა: ყველაფრის კონტროლს ნუ ეცდებით — ხშირად საუკეთესო მომენტები მოულოდნელად მოდიან.

მორიელი

მიეცით თავს მოდუნების უფლება. ეს დღე შექმნილია იმისთვის, რომ უბრალოდ ცხოვრებით დატკბეთ. განთავისუფლდით ძველი ეჭვებისგან — შესანიშნავი დღეა პარტნიორთან დაახლოებისთვის. თუ მარტოხელა ხართ, დააკვირდით ბედისწერის ნიშნებს — შესაძლოა, თქვენს გვერდით უკვე არის ადამიანი, ვინც თქვენს ყურადღებას იმსახურებს.

რჩევა: გახსოვდეთ, რომ ნამდვილი თავისუფლება მაშინ მოდის, როცა შიშებს დაივიწყებთ და ნაბიჯს წინ თამამად გადადგამთ.

მშვილდოსანი

რთული და ემოციებით სავსე დღეა, რამაც შეიძლება თქვენს მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურთ და უბრალო დავალებებიც კი ჩვეულებრივზე რთული გეჩვენებათ. მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებშიც ვერ ერკვევით.

რჩევა: იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად —შინაგანი ხმა სწორ გზას მიგანიშნებთ.

თხის რქა

ამ დღემ შეიძლება შინაგანი სიმშვიდის განცდა მოგიტანოთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ და ყველაფერი თავის ადგილზეა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან განცდებს და გადაწყვეტილებას „ცხელ გულზე“ ნუ მიღებთ.

რჩევა: მიეცით თავს დასვენების უფლება — დღევანდელი სიმშვიდე ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეს დღეს სიხარულს და სიმსუბუქეს მოგიტანთ. შესანიშნავი დროა შეხვედრებისა და მეგობრული შეკრებებისთვის. თუ გრძნობთ, რომ ახალი ადგილის მონახულება გსურთ, სურვილს არ შეეწინააღმდეგოთ — ბედი იქ მოგიყვანთ, სადაც სასიამოვნო მოვლენები გელით. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ამბავი გელით.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღიქვამთ რეალობას, რადგან შეიძლება თქვენმა გრძნობებმა რეალობა დაამახინჯოს.

თევზები

ეს დღე ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდის განცდას მოგიტანთ. საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიას იგრძნობთ და ყველა ტკივილი დაგავიწყდებათ, რაც ადრე გაწუხებდათ. შესანიშნავი დროა საკუთარი თავის განებივრებისთვის. თუ თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც დიდი ხანია მოგწონთ, ამ დღეს შეგიძლიათ მისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

რჩევა: დატკბით მომენტით და მიეცით თავს უფლება, იყოთ ბედნიერი — დღეს სამყარო თქვენს მხარესაა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge