დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:44 შაბ. 17 აპრილი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კოსმოსური ენერგიის გარდაქმნის დღეა. ნებისმიერი საქმე განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნის და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, მაგრამ სწრაფი სარგებლის მიღებას არ უნდა ელოდოთ.

კურო

ყველა ასპექტში კრიტიკული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, შეზღუდოთ ცხოველური საკვების მიღება და რეალობა ფხიზლად შეაფასოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და ლოგიკურ აზროვნებას უნდა ენდოთ. გირჩევთ, სხვების აზრი ნაკლებად გაითვალისწინოთ. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან. შეზღუდეთ კონტაქტები, რათა წვრილმან საქმეებზე ან უსაქმურ ლაპარაკში ენერგია არ დაკარგოთ. გამორიცხული არ არის უხეშობასთან ან აგრესიასთან შეჯახება.

ტყუპები

ყოველმხრივ არახელსაყრელი დღეა. ბედი გამოცდას მოგიწყობთ და თქვენი ცხოვრებისეული პრინციპების სიმტკიცეს შეამოწმებს. მოსალოდნელია მოტყუება, იმედგაცრუება და ტრავმები. მოერიდეთ მოგზაურობას და დიდი ტანის შინაურ ცხოველებთან თამაშს. ეს დღე ბულინგს, თვალთვალს და აგრესიას უკავშირდება. განმარტოება და ახლობლებთან ურთიერთობა ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ სახლის დასუფთავებაზე და საბუთების მოწესრიგებაზე.

კირჩხიბი

ნუ იქნებით პარტნიორების იმედად და დახმარებას ნათესავებისგან ნუ ელით. ეს იმედგაცრუების და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ და საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იდეალური არ იქნება და ამიტომ თქვენთვის ჯობს, ემოციები შეიკავოთ და მეტი მოთმინება და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერი საქმე განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი რისკისა და ავანტიურებში ჩართვისგან თავი შეიკავოთ. სასურველია, საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ და საკუთარი მოთხოვნილებები შეამციროთ. ხელსაყრელი დღეა შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნისა და საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის.

ქალწული

ამ დღეს ერთდროულად ბევრი საქმის კეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ და უსარგებლო საუბრები თავიდან აიცილოთ, რადგან ახლა ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ბულინგს, თვალთვალს, დევნას და კონფლიქტს უკავშირდება. ის თქვენს სიმტკიცეს და რთულ სიტუაციებში კომპრომისის პოვნის უნარს გამოცდას მოუწყობს. დღის მეორე ნახევარში სასურველია განმარტოება და აქტიურ მოქმედებებზე უარის თქმა. ჯობს, ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის დასაწყისში ეცადეთ, სამსახურში და საქმიანობის ყველა სფეროში სტაბილური პოზიცია შეინარჩუნოთ. თქვენი კარიერული წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, გარისკვა რამდენად შეგიძლიათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება როგორც სამსახურში, ასევე სახლში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. იზრუნეთ ქონების შენარჩუნებაზე.

მშვილდოსანი

ეს დღე აგრესიას და დაპირისპირებას უკავშირდება, ამიტომ ყველა ასპექტში უკიდურესად არახელსაყრელია. მოერიდეთ მარტო სიარულს, მოგზაურობას და დიდ შინაურ ცხოველებთან თამაშს. ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფრთხილად იყოთ - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. მოსალოდნელია ხელმძღვანელთან კონფლიქტი იმის გამო, რომ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ საქმეში ხელი შეგიშალათ.

მერწყული

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. საჯარო სექტორის თანამშრომლებს შეიძლება, კარიერული წინსვლის საშუალება მიეცეთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სუფთა ჰაერზე ვარჯიში და ბავშვებთან ურთიერთობა, რაც მთელი კვირის სამყოფი ენერგიით აგავსებთ.

თევზები

შედეგების შეჯამებისა და ანალიზის დღეა. დაძაბულმა მუშაობამ წლის პირველ ნახევარში შეიძლება, სასურველი შედეგი მოგიტანოთ, მაგრამ თვითკმაყოფილებას უნდა ერიდოთ. მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge