დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:41 კვი. 22 სექტემბერი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ გარეთ გასვლა აუცილებელი არ არის, სასურველია ამ დღეს სახლში დარჩეთ და ოჯახის წევრების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. გირჩევთ, რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ - საეჭვოა, რომ ამ დღეს მათი დასრულება შეძლოთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

კურო

ამ დღეს თქვენს განწყობაზე უმნიშვნელო პრობლემაც კი იმოქმედებს, ამიტომ ეცადეთ, უხეშ და აგრესიულ ადამიანებს ერიდოთ და დახმარება მხოლოდ მათ სთხოვოთ, ვისაც ენდობით. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ - რთულ ვითარებაში გარკვევისთვის ინტუიცია დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს შანსი გაქვთ, საინტერესო ბიზნესი დაიწყოთ, რომელიც დიდი ხანია გიზიდავთ. წარმატების მისაღწევად ყურადღება მიაქციეთ ახალ გარემოებებს და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ. დროა, გატკეპნილი ბილიკიდან ახალ გზაზე გადაუხვიოთ და თქვენს სამუშაო რუტინაში მრავალფეროვნება შეიტანოთ.

კირჩხიბი

ბოლო დროს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ - გამუდმებით დაძაბულობა და უმიზეზო დაპირისპირება იწყება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომლებსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება. 23 სექტემბერი ხელსაყრელი დღეა სადავო სიტუაციების მოსაგვარებლად. პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერი მშვენივრადაა. სამუშაო კვირას წარმატებით დაიწყებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადაჭრისთვის - თქვენი ყველა მცდელობა სასურველი შედეგით დასრულდება. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, მეტი იაქტიუროთ და ყველაზე რთული ამოცანები გადაჭრათ, რომლებსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტი დაგირღვევთ, თუმცა პრობლემას მალე მოაგვარებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მენეჯმენტს თქვენი დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. გამორიცხული არ არის, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ, რაც საშუალებას მოგცემთ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ რჩევას არ გთხოვენ, ჯობს თქვენი იდეები თქვენთვის შეინახოთ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და სურვილებს. იყიდეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ და გააკეთეთ ის, რაც გსურთ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და განწყობას გაგიუმჯობესებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სადავო სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. თანამოაზრეების პოვნა არ გიჭირთ. შეიძლება მათთან ერთად სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გეგმა შეიმუშაოთ.

მორიელი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

მშვილდოსანი

დროა, მენეჯმენტთან ხელფასის გაზრდის ან დაწინაურების შესახებ საუბარი დაიწყოთ და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგათ. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საუკეთესო ბიზნესუნარები გამოავლინოთ და გუნდური მუშაობით სასურველ შედეგს მიაღწიოთ. სავარაუდოდ, გამოცდილი მეგობრის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

თხის რქა

მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, ყველა ნაბიჯი კარგად გათვალეთ და შესაძლო რისკები და შედეგები შეაფასეთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ შეცდომის დაშვება მთლიანად გამორიცხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობს წესი არ შეცვალოთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მერწყული

ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ რთულ საქმეს შეეჭიდოთ. გარემოებები თქვენ წინააღმდეგაც რომ შემობრუნდეს, შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩებით. რაც შეიძლება მეტი იაქტიურეთ და ეცადეთ წარმატების მისაღწევად ლიდერის უნარები გამოავლინოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

მთავარია, რომ წესები არ დაარღვიოთ და სასურველის მიღებას ადვილად შეძლეთ. ამ დღეს დაშვებული შეცდომები ახალ, სასარგებლო გამოცდილებას მოგიტან. არ ინერვიულოთ, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ელოდით. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო ემოციებს მოგგვრით მთავარია, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge