დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ორშ. 23 სექტემბერი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი გაღიზიანებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ეცადეთ, მეგობრული და კეთილგანწყობილი იყოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობებისა და საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. საღამოს ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ურთიერთობა განაახლოთ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება.

კურო

მზად იყავით, რომ ამ დღის პირველი ნახევარი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეორე. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ურთულესი ამოცანები დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თუ უმნიშვნელო სირთულეებს ყურადღებას არ მიაქცევთ და წარმატებისთვის განეწყობით, ეს დღე მშვენიერი იქნება. გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ საქმეები, რომლებსაც შემოქმედებითი განწყობა და ორიგინალური აზროვნება სჭირდება. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, გირჩევთ, პასუხისმგებლობის ნაწილი სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ამ დღეს ზოგი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს განწყობა ხშირად გეცვლებათ და ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება თქვენთვის საჭირო ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თავშეკავებული და თავაზიანი იყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

ლომი

დღის დასაწყისში განწყობა და ენერგია მაღალ დონეზეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. თუ გარშემომყოფების მოუთმენლობა და გაუგებრობა გაღიზიანებთ, კარგი იქნება, განმარტოებით იმუშაოთ. შესაძლოა, პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწიოთ, თუმცა საყვარელი ადამიანების დახმარებით, ყველაფერს თავს გაართმევთ.

ქალწული

მოემზადეთ რთული სიტუაციებისთვის, რომლებიც ამ დღეს გელით. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყურადღებით უსმინეთ თანამოსაუბრეს და ეცადეთ, მისი განწყობა ამოიცნოთ. გარშემო მყოფები ცდილობენ, მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ, ამიტომ ეცადეთ, განმარტოებით იმუშაოთ. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად, მაგრამ ძვირად ღირებული ან უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგაბრაზოთ, ამიტომ უმჯობესია, კონტაქტები შეზღუდოთ და სადავო თემების განხილვას მოერიდოთ. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება - ეს დაგეხმარებათ, კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მორიელი

ემოციურად რთული დღეა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ეცადეთ, ოპონენტის მინიშნებები და საუბრის ქვეტექსტი ამოიცნოთ. გირჩევთ, პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ფული არ გაასესხოთ და ეკონომიურად ხარჯოთ. ეცადეთ, ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინოთ და სიტყვები ისე შეარჩიოთ, რომ თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. სასურველია, საღამოს განმარტოვდეთ და ურთიერთობა შეზღუდოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება - ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

თხის რქა

ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს და ურთიერთობა გააფუჭოს, ამიტომ სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით - მზად ხართ თუ არა, რომ ახლობელ ადამიანთან კავშირი გაწყვიტოთ? ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ. შეამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია - არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და თქვენი დაზიანება სცადოს.

მერწყული

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან და ყველა ინფორმაცია გულმოდგინედ შეამოწმეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში არ აჩქარდეთ და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. სიფრთხილე და წინდახედულობა საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ. თანამოსაუბრეს ყურადღებით უსმინეთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - კარგად დაფიქრდით, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge