დღის ჰოროსკოპი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 კვი. 25 ივლისი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ვერძი მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია საქმიანობის სხვა სფეროში გადანაცვლება ან განვითარების სხვა დონეზე ასვლა. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს და ბოლომდე იბრძოლეთ მიზნის მისაღწევად. მოთმინება გამოიჩინეთ და პირად ურთიერთობებს ნეგატიურ ემოციებზე ნუ ააგებთ. მოსალოდნელია ფინანსური მოგება, საჩუქარი ან მაცდური შემოთავაზება.

კურო

შეეცადეთ, ეს დღე სახლში გაატაროთ და ბავშვებს და ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობისთვის. არასწორი მოქმედების შემთხვევაში შეიძლება, სიტუაცია იმდენად გამწვავდეს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას ვეღარ შეძლებთ. ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება. გირჩევთ, კომერციულ საქმეებს და უაზრო რისკს მოერიდოთ. სიზმარში ცრემლები ცუდი ნიშანია.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით - შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. ფინანსური მოგება ან მაცდური შეთავაზება გელით. შეგიძლიათ, ნებისმიერი საქმე თამამად დაიწყოთ, რადგან ყველგან წარმატებას მიაღწევთ. ზედმეტმა ენთუზიაზმმა შეიძლება თქვენი ხასიათის პრაქტიკული თვისებები დროებით დაჩრდილოს.

კირჩხიბი

შესაძლებელია, ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობების გარკვევა მოგიწიოთ. წინა დღეების დაღლილობა თქვენს განწყობაზე აისახება. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა დაუფიქრებელი სიტყვით მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით - ლომი ქალებისთვის. მოსალოდნელია განვითარების ახალ დონეზე გადასვლა. ახალი ნაცნობობა თქვენს მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ სერიოზული, გრძელვადიანი ურთიერთობა დაიწყოთ. მამაკაცებმა მიზნების მისაღწევად მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ. გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც აუცილებლად მიიჩნევთ და შედეგებზე არ იდარდოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მომავლის წარმატებული გეგმები შექმნათ. მეტი მოთმინება გამოიჩინეთ და ნეგატიური ემოციები აკონტროლეთ. მოსალოდნელია ფინანსური მოგება ან მაცდური შეთავაზება.

სასწორი

პასიური დღეა. კომერციული საქმეები სასურველ შედეგებს არ მოიტანს. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება, კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაართულოს. ამ დღეს უმჯობესია, მოგზაურობა გადადოთ და ცეცხლისგან თავი შორს დაიჭიროთ.

მორიელი

ეს დღე თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას უკავშირდება. სამყაროს უჩვეულო აღქმას რომანტიკული განწყობა დაამშვენებს. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში თანდაყოლილი ინტუიცია და მოთმინება დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, გრძელვადიან გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ მიზანს ვერ მიაღწიეთ - ზოგჯერ წარმატებაზე უკეთესი შედეგი მოჩვენებით წარუმატებლობას მოაქვს.

თხის რქა

კრიტიკული დღეა. უარს ნუ იტყვით სხვა ადამიანების დახმარებაზე. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ. მოსალოდნელია უთანხმოება, რომელსაც შეიძლება ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნეგატიური ემოციები აკონტროლეთ.

მერწყული

ამ დღის დასაწყისი ხელსაყრელია ინდივიდუალური საქმიანობისთვის. ეცადეთ, პარტნიორებთან ურთიერთობის და კომერციული გარიგების დადების დროს რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. გამორიცხული არ არის მოტყუება ან ფინანსური ზარალი. სქესობრივი კავშირი უკიდურეს სიფრთხილეს და წინდახედულებას მოითხოვს.

თევზები

მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, რამაც შეიძლება, ნერვიულობა და მასთან დაკავშირებული დაავადებები გამოიწვიოს. თუ ძველ შეცდომებს არ გაიმეორებთ, ვითარება შეიძლება თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. თუ გრძნობთ, რომ დამნაშავე ხართ, ბოდიში მოიხადეთ და მიუტევეთ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge