დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:21 კვი. 26 ივნისი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დილიდან რთული და დაძაბული დღე გელით. შეიძლება მთელი დღე საოჯახო საქმეების კეთება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება, უბრალოდ მანამდე სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. სავარაუდოდ, სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია გელით, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართონ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - ეს საქმე თქვენთვის მოგებიანი არ არის. სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. უფროსთან რთული საუბრის შემდეგ თქვენი სამსახურებრივი პოზიცია გაუმჯობესდება. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ხელოვანი კირჩხიბებისთვის, თუმცა ბიზნესმენებს წარუმატებლობა ელით - ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. პლანეტების განლაგება დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა, გრძნობებმა თქვენს კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალოს. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

ქალწული

ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. წარუმატებლობის გამო თავდაჯერებულობას კარგავთ. გადაღლილი ხართ და სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ემოციები საქმის დასრულებაში ხელს გიშლით. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

მორიელი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო პაემანს გპირდებათ. გირჩევთ, სტილის შეცვლაზე იზრუნოთ. სასურველია, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის მოგვარებას ნაკლები. ამ დღეს ბევრი დაგეგმილი საქმის დასრულებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის - გამოცდილი სპეციალისტის რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს თავაზიანობისა და ტაქტის გრძნობა არ უნდა დაკარგოთ. საღამოს ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, მთავარია, მანამდე სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. კომერციული ოპერაცია შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისთვის. ამინდის ცვალებადობამ შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ, საჭირო მედიკამენტები მოიმარაგოთ.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ინტუიცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. უფროსებთან რთული საუბრის შემდეგ თქვენი კარიერული მდგომარეობა გაუმჯობესდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge