დღის ჰოროსკოპი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:34 შაბ. 2 ნოემბერი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რთულ და ძალიან დახლართულ საქმეში წინსვლას მიაღწიოთ. თანდაყოლილი პიროვნული თვისებების წყალობით, ამ დღეს ნებისმიერი თავყრილობის ცენტრში იქნებით. თქვენს სიტყვებს მოუსმენენ და გაითვალისწინებენ. თუ მოინდომებთ შეიძლება კონკურსი მოიგოთ და აღიარება მიიღოთ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს. ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ანარეკლია.

კურო

ამ დღეს შესაძლებელია დაუგეგმავი ფინანსური შემოსავლის ან ბონუსების მიღება. ეცადეთ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდეთ და თუ საჭიროა, მათთან ურთიერთობის ფორმა შეცვალოთ. მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გამოიწვიოს. კარგი დროა აქტიური დასვენებისთვის და გართობისთვის.

ტყუპები

მთელ დღეს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას და საყვარელი ადამიანების პრობლემების გადაჭრას დაუთმობთ. ასეთი შეხვედრები ყოველთვის სიამოვნებას განიჭებთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა პარტნიორმა ახალი ბიზნესწინადადებით მოგმართონ, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ - საეჭვოა, რომ მისი შედეგი თქვენთვის მოგებიანი იყოს.

კირჩხიბი

მოემზადეთ რთული, სტრესული დღისთვის, როდესაც ნებისმიერ წუთს შეიძლება მოულოდნელ პრობლემებს შეეჯახოთ: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავტომობილის გაფუჭება, სხვადასხვა შეცდომები და უზუსტობები.. გირჩევთ სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ - ვითარება მალე გამოსწორდება. ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები, რადგან, ვიღაც თქვენგან მეტ ყურადღებას და ზრუნვას ითხოვს. შესაძლოა, რჩევა ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, გაგიმართლებთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გარემოებების ხელსაყრელი დამთხვევა ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ 3 ნოემბერს ადვილად მიიღოთ ის, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო.

ქალწული

მშვიდი და ნეიტრალური დღეა. შეგიძლიათ ცოტა ხნით საქმეების შესახებ დაივიწყოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ მარტოხელა ხართ, მაშინ დღევანდელი შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მთავარია, ოთხ კედელში არ იჯდეთ და ყველა მიწვევა მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - შესაძლოა, ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელზედაც დიდი ხანი ოცნებობთ.

სასწორი

პლანეტების განლაგება ისეთია, რომ შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები მიიზიდოთ. საქმიან თუ პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაპირისპირება. გირჩევთ გაძლიერებული ემოციური ფონის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი მოძებნოთ. გაითვალისწინეთ, რომ აგრესიულობა და ემოციურობა შესაძლოა ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს და პარტნიორების ნდობა დაგაკარგვინოთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა გეგმების შეცვლა და სრულიად განსხვავებული საქმის კეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის დროს, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, ელექტროხელსაწყოებთან და მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობას.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაგეგმვისა და სამომავლო პროექტებისთვის. დასვენების დღის მიუხედავად, 3 ნოემბერს მშვილდოსანს ბევრი საინტერესო იდეა და წინსვლის შესაძლებლობა ექნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით, უცნობ ადამიანებთან. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენებზე პასიური დამკვირვებლის როლი ძალიან დაგაზარალებთ.

თხის რქა

ამ დღის გარემოებები სწრაფად შეიცვლება და მათთან ადაპტაცია, გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. შესაძლოა, ძველ მეგობარს ან კოლეგას შეხვდეთ და წარსული გაიხსენოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ამ დღეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთანაც კი შეზღუდოთ და რაც შეიძლება მეტი დრო განმარტოებით გაატაროთ. ერიდეთ კატეგორიულობას და დამცინავ საუბრებს და ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

მერწყული

ამ დღეს მეტი თავისუფლება და ახალი შთაბეჭდილებების მიღება მოგინდებათ. გირჩევთ სამსახურის პრობლემები დროებით დაივიწყოთ, გარემო შეიცვალოთ, გასართობ ღონისძიებას დაესწროთ, გაერთოთ და დაისვენოთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შანსი აქვთ, რომ ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინოთ. ნურავის მისცემთ პირობას, რომელსაც ვერ შეასრულებთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ ახლობელი ადამიანების რჩევა და დახმარება დაგჭირდებათ. მეგობრების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge