დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 პარ. 3 დეკემბერი, 2021 წელი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნათ. თქვენი აზრები ისე ნათელი, მოწესრიგებული და გასაგებია, როგორც არასდროს, თქვენი სიტყვები კი დამაჯერებელი. შესაფერისი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. გირჩევთ, კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

კურო

ეცადეთ საკუთარი ილუზიების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და თავი არ მოიტყუოთ. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და ქებას დაიმსახურებთ. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. დიზაინერებს და არქიტექტორებს იღბალი გაუღიმებს.

ტყუპები

დილიდან თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. ეცადეთ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ბევრი ტყუპი დამსახურებულ პრემიას მიიღებს. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ ოჯახის უფროსი წევრები მოინახულოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრიანობა გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა, მოვლენების განვითარებამ პარტნიორებზე დამოკიდებული გაგხადოთ. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ პერიოდში თქვენ გვერდით იყვნენ. ფრთხილად - სპორტულმა ვარჯიშმა შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს.

ლომი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, ემოციებით, ინტრიგებითა და იმედგაცრუებებით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ჭამას მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები ან საქმიანი სატელეფონო საუბარი. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება, ვეღარ გააკონტროლოთ. დროა დაწყებული საქმიდან სარგებელი მიიღოთ.

სასწორი

სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას გრძნობთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი თქვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. თავი შეიკავეთ სერიოზული სამუშაოს დაწყებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისგან. თუ შესაძლებელია, კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ დღეს უხილავი გახდეთ და თქვენი არსებობა ვერავინ შენიშნოს. გულწრფელი საუბარი თქვენი შესაძლებლობების მიმართ ნდობას აღადგენს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთი ნაცნობის მიმართ ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ. იღბალი დიზაინერებსა და არქიტექტორებს გაუღიმებს.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. თუ გონებას დაძაბავთ, შეიძლება ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალური გზა აღმოაჩინოთ. ერთგული მეგობრების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი გელით, თანაც არაერთი წყაროდან. დროა, ექიმს საჭირო მედიკამენტების გამოსაწერად ეწვიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სტუმრების მოსვლა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული

გრძნობთ, რომ ემოციებს ვეღარ ერევით და ხვდებით, რომ სიყვარულში იმედგაცრუებას ვერ გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ იზრდება ნერვიულობის საფუძველზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. ახლობელი ადამიანების დახმარებით შესაძლოა, გავლენიანი მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საღამოს მხიარული პაემანი გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი, რაც შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოთ. ყველანაირად ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge