7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:57 შაბ. 6 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავების განლაგება ამ დღეს ყველა სფეროში წარმატებას გპირდებათ. თუ დიდი ხანია, ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა გსურთ, იმოქმედეთ! მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე საუბარს გეგმავთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ეცადეთ, ძველი შეცდომა არ გაიმეოროთ, თორემ ამჯერად უფრო მძიმე შედეგი მოჰყვება.
კურო
ამ დღეს გრძნობები და ემოციები ჩვეულებრივზე უფრო მძაფრია, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ, სრულად ენდოთ საკუთარ ინტუიციას – ის არ გიღალატებთ. უფრო მეტი, შეიძლება სიზმარში წინასწარმეტყველური მინიშნება მიიღოთ. შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, ურთიერთობისთვის გახსნილი და კეთილგანწყობილი იყოთ და მონათესავე სულს აუცილებლად შეხვდებით.
ტყუპები
თუ არ იზარმაცებთ, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. ეცადეთ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე სკანდალები და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ – ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, მოსალოდნელია საეჭვო ნაცნობობა და სახიფათო საქმეები, რომლებიც ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. გამორიცხული არ არის ხარჯები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას ან შეკეთებას უკავშირდება.
კირჩხიბი
ეს დღე ახალი მიღწევებით ან მნიშვნელოვან მოვლენებით არ გამოირჩევა. გირჩევთ, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ და ყველაფერ ახალზე დროებით უარი თქვათ. ჯობია ახალ ნაცნობობასაც მოერიდოთ – დიდია შანსი, თაღლითების ან მანიპულატორების მსხვერპლად იქცეთ. სამსახურში დილიდან მოსალოდნელია პრობლემები — თუნდაც ყველაფერს იდეალურად აკეთებდეთ, ხელმძღვანელებს რაღაც არ მოეწონებათ. ნუ ინერვიულებთ, რადგან ამას ჯანმრთელობის გაუარესება და შედეგად ფინანსური დანაკარგები მოჰყვება.
ლომი
ეს დღე არც ისე ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის, წვეულებებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებებისთვის. გირჩევთ, განმარტოვდეთ და ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იფიქროთ. დადგა დრო, რომ ურთიერთობებში დაგროვილ უკმაყოფილებასა და წყენას წერტილი დაუსვათ – დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი გაარკვიეთ. თუ შეთანხმებას მიაღწევთ, საღამო სასიამოვნო და ჰარმონიული იქნება.
ქალწული
ამ დღეს უმჯობესია, ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შენიშვნები ხელმძღვანელობისგან, გირჩევთ შეცდომები აღიაროთ და მათი გამოსწორება სცადოთ. მეგობრების შეტყობინებები უპასუხოდ არ დატოვოთ და ეცადეთ, გარშემომყოფებს დაეხმაროთ. იყავით აქტიური და თავდაჯერებული, ინიციატივა გამოავლინეთ და თქვენი მცდელობა დაფასდება.
სასწორი
ეს დღე ნამდვილი საჩუქარია – ვარსკვლავების განლაგება მიზნის მიღწევას გპირდებათ. ყველაფერი, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ, ბოლოს და ბოლოს ახდება. სასურველია, საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ და რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ. დადგა დრო, რომ გარისკოთ! სასწორებისთვის ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება წარმატებული იქნება. ფინანსური თვალსაზრისით ახლა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია. პირად ცხოვრებაში წარსულიდან ვიღაც მნიშვნელოვანი თავს შეგახსენებთ და ძველი გრძნობები ახალი ძალით განვითარდება.
მორიელი
ეს დღე სულიერ სიმშვიდესა და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ და ამაში უდიდესი წვლილი ახლობლებს მიუძღვით, რომელთა მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. მორიელებო, მოერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს – ახალი ნაცნობობა, სირთულეების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სიზმარში აბანო ან ჩანჩქერი ნახეთ, ახლობელი ადამიანის ღალატისთვის მოემზადეთ.
მშვილდოსანი
უმჯობესია, ეს დღე ყოველდღიურ საქმეებსა და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ. შესაფერისი დროა მცირე რემონტის ან ავეჯის გადაადგილებისთვის. სამსახურში საშუალება გექნებათ, რომ თავი გამოიჩინოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად დალაგება, ამიტომ ეცადეთ, გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა.
თხის რქა
ამ დღეს მაქსიმალურად მომთმენი უნდა იყოთ, რადგან ერთ-ერთი კოლეგა თქვენს გაღიზიანებას და მწყობრიდან გამოყვანას ეცდება. ეცადეთ, ღირსება და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ავტორიტეტი ძალიან დაზარალდება. ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რამაც თქვენთვის მნიშვნელობა დაკარგა. ნუ ეცდებით გატეხილი ფინჯნის შეწებებას, რადგან ეს შეუძლებელია. ზოგჯერ ის, რაც სიყვარული გვგონია, მხოლოდ ჩვევა და მიჯაჭვულობაა.
მერწყული
ბოლო დროს მერწყულებს იღბალი თან სდევს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცხოვრების ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ, სიფრთხილე მაინც საჭიროა. უარი თქვით საეჭვო წინადადებებსა და ავანტიურებზე და ნუ გგონიათ, რომ აქაც გაგიმართლებთ. იყავით რეალისტი — ახალი ნაცნობები შეიძლება ისეთები არ აღმოჩნდნენ, როგორადაც თავს გაჩვენებენ. სავარაუდოდ, მათი სიტყვები მხოლოდ სიცრუე და თქვენთვის თვალის ახვევის მცდელობაა. შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისთვის. თუ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგეთ, ეცადეთ, მაშინვე დაივიწყოთ, რადგან ამ საიდუმლოს ცოდნა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
თევზები
ემოციური დღეა, რომლის განმავლობაშიც სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ საკუთარი მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულოთ. დღის ბოლოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და ძალები აღიდგინეთ. დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, თუმცა თუ მაინც მოგიწიათ, მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალეთ. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, იდეალური დროა დიდი შესყიდვისთვის – მაგალითად, ავტომობილის ან უძრავი ქონების.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან