დღის ჰოროსკოპი

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:51 სამ. 7 დეკემბერი, 2021 წელი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მძიმე დღეა. მუშაობის დროს დაშვებული შეცდომები და მოულოდნელი წინააღმდეგობები ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. სავარაუდოდ, მეგობრების, ნათესავების ან გავლენიანი მფარველების დახმარება დაგჭირდებათ. თქვენი ალოგიკური მოქმედებების გამო მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. ამ დღეს საუკეთესო დასვენება განმარტოება და სუფთა ჰაერზე სეირნობა იქნება.

კურო

შემუშავებული გეგმა შესაძლოა, წარუმატებელი გამოდგეს, ხოლო აქტიური მოქმედება სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გეგმებში კორექტივებს შეიტანთ, თუნდაც გარშემო მყოფი ადამიანები არ გეთანხმებოდნენ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისთვის, სწავლისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხელსაყრელ საქმიანი წინადადებაზე დაუფიქრებლად დათანხმდეთ. ერთობლივი პროექტები შემოსავალს მოგიტანთ. პლატენების კეთილგანწყობა მალე საგრძნობი გახდება.

კირჩხიბი

მოღვაწეობის სფეროს გაფართოებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან თქვენი სურვილები რეალობას არ შეესაბამება. თუ თქვენს გეგმებში მხოლოდ პირადი ცხოვრება შედის, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ კოლექტიურ საქმიანობაში - ამ დღეს თქვენი ორგანიზატორული შესაძლებლობების გამოვლენა გაგიჭირდებათ. იმის გამო, რომ მითითებებს არ ემორჩილებით, მოსალოდნელია კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. გაითვალისწინეთ, რომ არარეალურმა და ილუზორულმა გეგმებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. შესაძლოა, ოჯახურმა და პირადმა პრობლემებმა ბიზნესსაქმიანობა მეორე პლანზე გადასწიოს.

ქალწული

ფინანსური მდგომარეობა უარესდება. პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება არაპროგნოზირებადი გახდეს. იზრდება წინააღმდეგობა გარე სამყაროსთან. ერიდეთ ურთიერთობის გარკვევას და კონფლიქტს ხელმძღვანელობასთან. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ქორწინებისა და გარიგებების დადებისთვის. ამ დღეს საუკეთესო იქნება დასვენება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

სასწორი

ცვლილებების დღეა, რომელიც ხელსაყრელია ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ პარტნიორთან ერთად წარმატებული პროექტის განხორციელებას დაიწყებთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

მორიელი

გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ არაგულწრფელობა შენიშნეთ, გარშემო მყოფი ადამიანების ყალბი ღიმილი და ქათინაურები ძალიან გაგაღიზიანებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურში შეცდომები და გაუგებრობა გელით, მოსალოდნელია ხელმძღვანელობის პრეტენზიები და პირადი ცხოვრების პრობლემები, რაც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ახლა ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების რჩევა და თანადგომა გესაჭიროებათ.

თხის რქა

მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი იმის გამო, რომ სამსახურებრივ იერარქიას არ აღიარებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - მოსალოდნელია პრობლემები.

მერწყული

დაძაბული დღეა, რომელიც თვალთვალს, აგრესიას და დაპირისპირებას უკავშირდება. ერიდეთ სიბნელეს, ახალ ნაცნობებს და ხმაურიან წვეულებებს. მოულოდნელმა ცნობამ ან ახლობელ ადამიანთან უთანხმოებამ შეიძლება მთელი გეგმები აგირიოთ.

თევზები

ამ დღეს მოსალოდნელია ახალი საქმიანი წინადადება და დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვროთ. თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, ამიტომ სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge