9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:11 ოთხ. 8 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სიყვარული — ურთიერთობებში სრული ჰარმონიაა. მარტოხელა ვერძი დღეს განსაკუთრებით მიმზიდველია და სასიამოვნო ნაცნობობა ელის.
კარიერა — ხელსაყრელი დღეა პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ხელმძღვანელობას თქვენი იდეები მოეწონება.
ჯანმრთელობა — სუფთა ჰაერზე გასეირნება და ჯანსაღი საუზმე ძალებს აღდგენაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და ნუ გადაიღლებით.
ფინანსები — კარგი დღეა შესყიდვებისა და ინვესტიციებისთვის.
კურო
სიყვარული — საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი გელით. მზრუნველობა გამოიჩინეთ და ის ორმაგად დაგიბრუნდებათ.
კარიერა — სამსახურში დავალებას ადვილად უმკლავდებით. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი კოლეგებისგან.
ჯანმრთელობა — ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ? გამოიყენეთ ის სპორტული ვარჯიშების ან ფიზიკური დატვირთვისთვის.
ფინანსები — მოულოდნელი შემოსავალი გელით. ხელსაყრელი დღეა ანაბრის გასახსნელად.
ტყუპები
სიყვარული — თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. ეცადეთ ეს ახალი ურთიერთობის დაწყების ან არსებული ურთიერთობის გასაძლიერებლად გამოიყენოთ.
კარიერა — ინტელექტუალურ ამოცანებს ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ.
ჯანმრთელობა — სულიერი წონასწორობისთვის სუნთქვის ვარჯიშები ან იოგა გჭირდებათ.
ფინანსები — სიფრთხილე თქვენი მეგობარია. დიდი ხარჯები ჯობია ხვალისთვის გადადოთ.
კირჩხიბი
სიყვარული — ამ დღეს თქვენი ემოციები განსაკუთრებული სიღრმით გამოირჩევა. გაუზიარეთ გრძნობები საყვარელ ადამიანებს - ისინი ამას დააფასებენ.
კარიერა — ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენს ლიდერულ თვისებებს შენიშნავენ და დააფასებენ.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას და კარგ ძილს - ეს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაღებია.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად.
ლომი
სიყვარული ამ დღეს ყურადღების ცენტრში ხართ და ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ! ისიამოვნეთ კომპლიმენტებით და გააძლიერეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
კარიერა — ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ახალ პროექტში გამოავლინოთ.
ჯანმრთელობა — გირჩევთ, მოზღვავებული ენერგია სპორტულ დარბაზში დახარჯოთ - ეს ფიზიკური ფორმის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — იღბალი თქვენს მხარეზეა. მოულოდნელი პრემია ან საჩუქარი გელით.
ქალწული
სიყვარული — ურთიერთობებში სტაბილურობა გაბედნიერებთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით გაახაროთ.
კარიერა — ნაყოფიერი დღეა. კოლეგები აღნიშნავენ, რომ წვრილმანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენთ და ამას დააფასებენ.
ჯანმრთელობა — ხელსაყრელი დღეა ფიტნესის ან მასაჟისთვის.
ფინანსები — ფინანსურ საქმეებში წარმატება გელით. გონივრულად განხორციელებული ინვესტიციები შემოსავალს მოგიტანთ.
სასწორი
სიყვარული — სასიამოვნო შეხვედრა და მოულოდნელი კომპლიმენტები ემოციებით აგავსებთ.
კარიერა — გუნდური მუშაობა შესანიშნავ შედეგს მოიტანს. ენდეთ თქვენს ინტუიციას.
ჯანმრთელობა — მსუბუქი ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სიარული ენერგიით აგავსებთ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი ბონუსი მიიღოთ.
მორიელი
სიყვარული — ინტუიცია ურთიერთობაში სწორ გზას დაგანახვებთ. უსმინეთ საკუთარ გულს.
კარიერა — თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. ხელმძღვანელობა თქვენს ინიციატივას დააფასებს.
ჯანმრთელობა — თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუმცა წყლის მიღებისა და სრულყოფილი ძილის შესახებ არ დაივიწყოთ.
ფინანსები — მალე გელით შემოსავალი მოულოდნელი წყაროდან. ფული თავად გიპოვით.
მშვილდოსანი
სიყვარული — თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია! გამოიყენეთ ის საყვარელი ადამიანების გასამხნევებლად, გასაბედნიერებლად და ეს სიკეთე ერთი ორად დაგიბრუნდებათ.
კარიერა — ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. ვარსკვლავების მხარდაჭერით ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებით.
ჯანმრთელობა — გამონახეთ დრო ფიზიკური დატვირთვისთვის, თუმცა ნურც სრულფასოვანი დასვენების შესახებ დაივიწყებთ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური საქმეებისთვის.
თხის რქა
სიყვარული — საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო, სიმშვიდე და ურთიერთგაგება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
კარიერა — თქვენი ორგანიზაციული უნარები საყოველთაო მოწონებას და აღიარებას დაიმსახურებს. მათი წყალობით შეგიძლიათ, ნებისმიერ დავალებას მარტივად გაუმკლავდეთ.
ჯანმრთელობა — იზრუნეთ იმუნიტეტზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და საახალწლო დღეების შემდეგ ცოტა ხნით მაინც გადადით სწორ კვებაზე.
ფინანსები — იდეა, რომელიც უსარგებლო გეგონათ, შემოსავალს მოგიტანთ. დროა, გააქტიურდეთ.
მერწყული
სიყვარული — ქარიზმის წყალობით ყურადღების ცენტრში მოხვდებით. ხელიდან არ გაუშვათ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი.
კარიერა — თქვენი შემოქმედებითი იდეები მთელ გუნდს შთააგონებს. ამ დღეს ყველასთვის იდეების გენერატორი გახდებით.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. მედიტაცია სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — სასიამოვნო ფინანსური სიახლე გელით. სარისკო ექსპერიმენტი სასურველ შედეგს მოგიტანთ.
თევზები
სიყვარული — დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ. სანთლების შუქზე გატარებული საღამო დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.
კარიერა — თქვენი ძალისხმევა და კოლეგების მხარდაჭერა შესანიშნავ შედეგებს მოიტანს.
ჯანმრთელობა — სცადეთ თბილი აბაზანა და არომათერაპია რთული დღის შემდეგ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის ანალიზისა და დაგეგმვისთვის. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან