8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:39 სამ. 7 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები ან გეგმები გაუზიარეთ და შესაძლოა, ვინმემ ახალი, არანაკლებ საინტერესო იდეა მოგაწოდოთ.
კურო
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, შეიძლება გავლენიანმა ადამიანებმა შეგამჩნიონ და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ – იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.
ტყუპები
დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ყველა შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელსაც შემოგთავაზებენ. ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და მოიკითხეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ.
კირჩხიბი
ამ დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა შეადგინეთ და უსარგებლო საქმეებში დროს ნუ დაკარგავთ. მშვენიერი დროა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. გირჩევთ სხვების რჩევებს ნაკლები უსმინოთ - ეს ზიანს მეტს მოგიტანთ, ვიდრე სიკეთეს. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.
ლომი
გირჩევთ, შექმნილი ვითარება გააანალიზოთ, პრიორიტეტები დაისახოთ და თავდაპირველ გეგმებში საჭირო ცვლილებები შეიტანოთ. ხელმძღვანელობის წინადადებებს და კოლეგების მოსაზრებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეძლოთ. ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.
ქალწული
თქვენი ამჟამინდელი ამოცანები გადახედვას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, განმარტოვდეთ და იმაზე იფიქროთ, რაც უახლოეს ხანებში უნდა განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. თამამად იმოქმედეთ - თანდაყოლილი დიპლომატიურობა და პიროვნული მომხიბვლელობა ყველანაირი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი კავშირების, კლიენტების ან ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. ნუ გადაიღლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. შეეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ნაკლოვანებების გამოსწორებაზე იმუშაოთ. დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებას და სპორტს დაუთმეთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა.
მორიელი
ამ დღეს ბედი უამრავ მინიშნებას გიგზავნით, ამიტომ გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ამოიკითხოთ. თუ შესაძლებელია, ხანგრძლივ მოგზაურობას მოერიდეთ და საჭესთან არ დაჯდეთ. 8 იანვარს ახალი ნაცნობობა თუ შეხვედრები იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია, კონტაქტები შეზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ. დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. გაერთეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ან გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
მშვილდოსანი
ცოტა ხნით სამსახურისა და პრობლემების შესახებ დაივიწყეთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანეთ - ეს დღე ხელსაყრელია შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. განზე ნუ დადგებით და ნუ დაელოდებით, რომ ვინმეს გაახსენდებით. უმნიშვნელო როლების თამაში თქვენი საქმე არ არის, ამიტომ ინიციატივა გამოიჩინეთ და მიიღეთ ის, რაც გეკუთვნით.
თხის რქა
თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
მერწყული
მოზღვავებული ენერგია და ოპტიმიზმი საშუალებას გაძლევთ მიზანს ადვილად მიაღწიოთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არც ჯანმრთელობა დაივიწყოთ და ხშირად დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები სწრაფად ამოიწურება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნურავის მისცემთ დაპირებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. გამორიცხული არაა ფინანსური წარმატება, რაც მოგებასთან ან წარმატებულ შენაძენთან იქნება დაკავშირებული.
თევზები
მოემზადეთ რთული და მოვლენებით დატვირთული დღისთვის. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და გადაწყვეტილებები არ შეცვალოთ. თუ ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გაგიჭირდებათ. დაძაბულმა მუშაობამ და დაღლილობამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და გაგანერვიულოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან