6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 კვი. 5 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენთ - დაბრკოლებები მოულოდნელ დროს და მოულოდნელ ადგილზე გელით. პრობლემების მიზეზი შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობა, საჭირო ადამიანის არარსებობა ან საბუთებში დაშვებული შეცდომა იყოს.
საქმიანი ურთიერთობის, ფინანსური სამართალწარმოებისა და ოჯახური საუბრების დროს მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა სიმტკიცის, ნებისყოფისა და წესების დაცვის წყალობით ნებისმიერი კრიზისი დაიძლევა.
კურო
ამ დღეს იურიდიული სფეროს ცოდნა ან ამ სფეროში არსებული კავშირები ძალიან დაგეხმარებათ. იურიდიული განათლება, პროფესიონალიზმი, პარტნიორობა და დისტანციური კავშირები სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
მოსალოდნელია დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებაში.
ტყუპები
მიზნის მისაღწევად ისეთი თვისებები გჭირდებათ, როგორიცაა სიმტკიცე, ორგანიზებულობა, დისციპლინა, ზომიერებისა და იუმორის გრძნობა და პატიოსნება. ამ თვისებებით წარმატების მიღწევის ყველა შანსი გაქვთ.
ამ დღეს ინტელექტუალური ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. საკმაოდ დაძაბული დღეა, რომელიც შესაძლოა საბედისწერო გახდეს თქვენს კარიერაში.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიან და ფინანსურ საბუთებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მატერიალური აქტივების აღრიცხვა და ბიზნესის მართვის სისტემის რეორგანიზაცია დაიწყოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროა მენიუში შაქარი და ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები შეზღუდოთ.
ლომი
დღის განმავლობაში შეიძლება ბიუროკრატიულ დაბრკოლებას შეეჯახოთ. მოსალოდნელია სირთულეები გასაუბრების გავლის დროს. ასევე პარტნიორებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით თუ რომელიმე მხარე ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
დროა არაფორმალურ პარტნიორობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოთ.
ქალწული
ამ დღეს შეიძლება სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოხვდეთ - ქალწულებისთვის დამახასიათებელმა სამართლიანობამ და წესების დაცვის ჩვევამ შეიძლება აბსურდამდე მიგიყვანოთ, მაგრამ გეგმების განხორციელებას სწორედ ამ თვისებების წყალობით შეძლებთ. თქვენი უხეშობა შეიძლება მშობლებს ან გარშემომყოფებს არ მოეწონოთ.
თუ საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება, კანონიერი გზით იმოქმედეთ.
სასწორები
ამ დღის მოვლენები გაჩვენებთ, რამდენად პატიოსანი ხართ ურთიერთობების, პარტნიორობისა და ფულის საკითხებში. თუ კანონს იცავთ და ხელშეკრულების პირობებს ასრულებთ, თქვენს წინააღმდეგ პრეტენზია არავის ექნება და ჩანაფიქრის შესრულებას შეძლებთ.
მორიელი
ამ დღეს სამსახურში მოსალოდნელია დაპირისპირება (ზემდგომებთან, კოლეგებთან, ქვეშევრდომებთან). კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია შეიძლება საიმედო არ იყოს. სავარაუდოდ, დაგეგმილი საქმის დასრულებას ვერ მოასწრებთ, სამსახურში წესების დარღვევა მოგიწევთ. ეცადეთ თანამოსაუბრესთან ურთიერთობაში საქმიანი ეტიკეტი დაიცვათ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს ოჯახში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. მოერიდეთ მგზავრობას, რემონტს, საკუთრებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გამწვავება. საქმე შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს. გირჩევთ, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპს დაეყრდნოთ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, რაც უფრო მეტად, გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. თუკი თქვენი პირადი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ხასიათის პრობლემებით, გირჩევთ, უსიამოვნებების მიზეზი საკუთარ თავში ეძიოთ. დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონებაზე დაფიქრდეთ.
მერწყული
სავარაუდოდ, მოსალოდნელია დაბრკოლებები განათლების მიღების, პროფესიული საქმიანობისა და მგზავრობისას.
უფროსებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების სწორად აგება მრავალი წინააღმდეგობის დაძლევაში და შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ბიზნესის ეთიკა დაიცვათ.
თევზები
ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან