აირჩიეთ სურათი და გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში
18:00 ოთხ. 17 მაისი, 2023 წელი

ზოგჯერ ჩვენს ქვეცნობიერს რაღაც იმდენად იზიდავს, რომ წარსულში მასთან კავშირის განცდა გვრჩება. თუ გაინტერესებთ ვინ იყავით და რას საქმიანობდით წინა ცხოვრებაში, შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და ინტუიციას ენდოთ. გთავაზობთ შეამოწმოთ რას განიცდით ამ სურთების ნახვისას. სურათი ინტუიციურად უნდა აირჩიოთ.
1. ტალღა - წინა ცხოვრებაში ავანტიურისტი იყავით
საყოველთაოდ მიღებული წესებით ცხოვრება ზოგჯერ იმდენად მოსაწყენია, რომ რეალობიდან გაქცევა გსურთ. წარსულში თქვენ რისკის მოყვარული, მამაცი ადამიანი იყავით. თქვენთვის ცხოვრება დიდი თავგადასავალი იყო, რომელიც მოწყენის დროს არ გიტოვებდათ.
2. ღრუბლები - წინა ცხოვრებაში ჯადოქარი იყავით
თქვენი მაგიური უნარების დამალვა შეუძლებელია. წინა ცხოვრებაში იმქვეყნიურ სამყაროსთან ახლოს იყავით და იცოდით საკუთარი სუპერ ძალა როგორ გამოგეყენებინათ. საინტერესოა, ამ მიმართულებით რა წარმატებას მიაღწიეთ?
3. ნისლში ჩაძირული მთები - წინა ცხოვრებაში არისტოკრატი იყავით
დახვეწილი გემოვნება და კეთილშობილური მანერები თქვენი სავიზიტო ბარათია. მუდმივი ქაოსის სამყაროში თქვენი არისტოკრატიული მანერებით და კეთილშობილური თვისებებით გამოირჩევით გამოირჩევით. ეჭვგარეშეა,რომ წინა ცხოვრებაში არისტოკრატიულ კლასს ეკუთვნოდით.
4. მინდვრის ყვავილები - წინა ცხოვრებაში პოეტი იყავით
მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ სამყაროს თქვენსავით შეგრძნობა. თქვენთვის მზის სხივი ნებისმიერ სიმდიდრეზე ძვირფასია და ნიავის ქროლვა თქვენი სულის სიღრმემდე აღწევს. წინა ცხოვრებაში რაღაც ისეთი დაწერეთ, რამაც ადამიანები გულწრფელობითა და სიწმინდით მოხიბლა.
5. წყალი - წინა ცხოვრებაში მკურნალი იყავით
წინა ცხოვრებაში თქვენი მისია ადამიანების განკურნებაში მდგომარეობდა. კეთილი გულისა და მკურნალობის გამორჩეული უნარების დამსახურებით უამრავმა ადამიანმა გაგიცნოთ და დაგაფასათ. თქვენ ყველა პატივისცემით და მოწიწებით გეპყრობოდათ, რადგან ნამდვილი მკურნალის ნიჭი ღვთისგან ბოძებული ძალაა.
6. ტყე - წარსულ ცხოვრებაში გამომძიებელი იყავით
თქვენი გამჭრიახი გონების დამარცხება ყველაზე ძლევამოსილ მოწინააღმდეგესაც კი არ შეუძლია. ლოგიკური აზროვნების წყალობით კონკურენტებს ყოველთვის ამარცხებთ. ეს ისეთი უპირატესობაა, რომელიც თითქმის გენიოსად გაქცევთ. წინა ცხოვრებაში თქვენ ყველაზე რთულ და დახლართულ დანაშაულებს ადვილად ხსნიდით და სახელი გაითქვით, როგორც უძლიერესმა გამომძიებელმა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან