Fun-ტესტი

აქედან რომელია ბედნიერი სახე? - თქვენი პასუხი გვაჩვენებს, როგორ გიმუშავებთ ტვინი

fun time

18:00 ხუთ. 20 ივლისი, 2023 წელი

როგორ მუშაობს თქვენი
ტვინი

14
დაკოპირებულია

ადამიანის ტვინი უამრავ საიდუმლოს და თავსატეხს მალავს, რომელიც მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ამოუხსნიათ. ერთ-ერთი ასეთი თავსატეხი და სპეციფიკური მახასიათებელია ტვინის ინტერჰემისფერული ასიმეტრია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი ორი - მარცხენა და მარჯვენა ნახევასფეროსგან შედგება და თითოეულ მათგანს საკუთარი „პასუხისმგებლობის ზონა“ და განსაკუთრებული დავალება აქვს.  

მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკურ აზროვნებაზე და რაციონალურ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, ხოლო მარჯვენა ემოციურ რეაქციებსა და შემოქმედებითობაზე.

პროფესიისა და სოციალური წრის არჩევა და კიდევ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რომელი ნახევარსფეროა „წამყვანი“.

ადამიანთა უმეტესობაში ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დომინირებს. საიდან ვიცით? ყველაფერი ძალიან მარტივია - მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს ადამიანის სხეულის მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ნახევარსფერო - მარჯვენას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანების უმეტესობა არა ცაცია, არამედ მემარჯვენეა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი რაციონალურად და ლოგიკურად აზროვნებენ.

დიახ, ტვინის აქტიური მარცხენა ნახევარსფეროს მქონე ადამიანებს უფრო რეალისტური, რაციონალური და ობიექტური ხედვა აქვთ;

ტვინის აქტიური მარჯვენა ნახევარსფეროს მქონე ადამიანები კი ინტუიციას ენდობიან და საგნებზე შედარებით სუბიექტური შეხედულება აქვთ.

ამ სურათს დახედეთ. როგორ ფიქრობთ, რომელი სახეა უფრო ბედნიერი? არჩევანი სწრაფად და დაუფიქრებლად გააკეთეთ და შედეგი ნახეთ.

პირველი სახე

თქვენს ტვინში მარცხენა ნახევარსფერო დომინირებს:

  • ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ პრაქტიკული მიდგომა გაქვთ;
  • გადაწყვეტილებებს გონებით იღებთ და არა გულით;
  • შეცდომების თავიდან ასცილებლად, დიდხანს ფიქრობთ;
  • სიფრთხილის გამო შეიძლება საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვოთ;

ამავე დროს, კრიტიკულად აზროვნებთ. მოგწონთ ერთი და იგივე სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა და სწორი დასკვნების გამოტანა, რაც ხშირად პრობლემებთან გამლავებაში გეხმარებათ.

მეორე სახე

თქვენს ტვინში მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს:

  • შემოქმედებითი გონების ადამიანი ხართ;
  • თბილი ხასიათი გაქვთ;
  • შეგიძლიათ ნებისმიერ კომპანიაში თავი კომფორტულად იგრძნოთ;
  • გაქვთ კეთილგანწყობილი და მეგობრული ბუნება და ახალი მეგობრების შეძენის ნიჭი;
  • კრეატიული ხართ და ყოველთვის რაიმე ახლის შექმნას ცდილობთ;
  • ოპტიმისტი და ემოციური ხართ და მხოლოდ საკუთარ გულს და ინტუიციას ენდობით.

გახსოვდეთ, რომ ტვინის დომინანტი ნახევარსფეროს გარდა, ადამიანზე მეორე ნახევარსფეროც მოქმედებს და ამ გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ კატა დ...

ფსიქოლოგიური ტესტი -
აირჩიეთ კატა