როგორ ატარებთ ჩანთას?
16:00 პარ. 28 ივლისი, 2023 წელი

გაიხსენეთ, როგორია თქვენი ყოველდღიური ჩანთა და მისი ტარების მანერა. ჩვენ კი აგიხსნით, რას ნიშნავს ეს.
№1 ჩანთა ზურგზე
თუკი თქვენ უფრო ხშირად ზურგჩანთას ან სხვა სახეობის ჩანთას, ოღონდ ზურგზე მოგდებულს ატარებთ, მაშინ თქვენ ადამიანთა იმ კატეგორიიდან ხართ, ვისაც მუდმივად სიახლე სწყურია, უყვარს ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა. სწორედ ამიტომ ზურგჩანთას ყველაზე ხშირად მოზარდები და ახალგაზრდები ატარებენ.
№2 ჩანთა ხელში
თუკი ჩანთას ხელით ატარებთ, მაშინ თქვენ ყველაფრის გაკონტროლება გყვარებიათ. ეს ეხებათ როგორც ქალებს ხელჩანთით, ისე საქმიან მამაკაცებს პორტფელით.
№3 ჩანთა ცალ მხარზე
მხარზე ჩანთის გადაკიდება მშვიდი ხასიათის ადამიანებს ახასიათებთ. ისინი ძალიან მორიდებულები არიან და თხოვნაზე „არას“ თქმა ძალიან უჭირთ.
№4 ჩანთა დიაგონალურად
ადამიანები, რომლებიც ჩანთას დიაგონალურად იკიდებენ, ბევრ რამეს გადაჭარბებულად აფასებენ. მათ ხშირად სურთ, საკუთარი ნამოქმედარი უფრო უკეთ წარმოაჩინონ, ვიდრე რეალურადაა.
№5 ჩანთა ორიგინალურად
და ბოლო პუნქტი. აქ გაერთიანებულია ყველა, ვინც ჩანთას განსხვავებულად ატარებს - მაგალითად, მკერდზე, თავზე ან, სულაც, კისერზე ჩამოკიდებულს. ასეთი ადამიანების წრიდან გენიოსები ყველაზე ხშირად გამოდიან. ისინი გარშემომყოფებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში და მხოლოდ თავიანთ საქმეებზე ფიქრობენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან