Fun-ტესტი

ტესტი: ადამიანის შიშები = ადამიანის ხასიათი

fun time

18:27 ოთხ. 10 მარტი, 2021 წელი

ტესტი: ადამიანის შიშები და
ხასიათი

14
დაკოპირებულია

ჩვენი შიშები ფსიქოლოგებს ბევრ ინფორმაციას აძლევს იმის შესახებ, თუ რა პიროვნული თავისებურებები იმალება ჩვენში...

1. სიბნელის შიში

თქვენ შემოქმედებითი და მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანი ხართ. მდიდარი წარმოსახვა გაქვთ, სწორედ ამიტომ თქვენი ტვინი სიბნელეში, როცა არაფერი ჩანს, სხვადასხვა „ურჩხულების“ ხატვას იწყებს ხოლმე. ამიტომ, მიმართეთ თქვენი წარმოსახვა საჭირო მიმართულებით, ამაში კი კითხვა, ხატვა ან რამე სხვა ჰობი დაგეხმარებათ.

2. აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში

გიყვართ სიმშვიდე და განმარტოება. ხშირად დიდი ხნით იძირებით ხოლმე საკუთარ სამყაროში და ყველაზე მეტად ნამდვილ მეგობრობას აფასებთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ გეშინიათ შეცდომის დაშვების. ან იქნებ საკუთარი თავი იდეალურ ადამიანად მიგაჩნიათ, რომელსაც შეცდომა არ ეპატიება? დაფიქრდით.

3. გველების შიში

თუკი ვინმეს ნამდვილი მეგობრობა შეუძლია, ეს, უპირველესად, თქვენზე ითქმის. არასდროს მიატოვებთ ადამიანს გსაჭირში და ყოველთვის მზად ხართ, გაუწოდოთ დახმარების ხელი. მსგავსი შიში მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აქვს, რადგან ამას თვითგადარჩენის ინსტინქტი განაპირობებს. თუმცა, მოდით, ჯანსაღად შეაფასეთ სიტუაცია - გაქვთ კი რეალურად მიზეზი, რომ გველების შიში გქონდეთ?

4. სისხლის შიში

თქვენ ძალიან ყურადღებით ეკიდებით თქვენს ჯანმრთელობას, სწორ კვებას, სპორტს. შესაძლოა, ბავშვობაში დიდი ჭრილობა მიიღეთ, რამაც თქვენში ეს ფობია გამოიწვია. მის დასამარცხებლად საკუთარ თავში თავად უნდა იპოვოთ ძალა და გონების თვალით უყუროთ მოვლენებს.

5. ობობების შიში

თქვენ ლიდერი ხართ, მარტივად შეგიძლიათ ადამიანს მოტივაცია გაუჩინოთ და აიყოლიოთ. წარმატებული ხართ, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ და ოჯახში ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნით. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ თქვენი ფობიისგან გათავისუფლება გსურთ, „გვირგვინი უნდა მოიხსნათ“ და სხვასაც მისცეთ ხმის უფლება. ყველას ტვირთს თქვენ ნუ ზიდავთ და ყველას გამო ნუ ხართ პასუხისმგებელი. ისწავლეთ მოდუნება.

6. სიმაღლის შიში

რთული ხასიათი გაქვთ. მართალია, გიყვართ ახალი ნაცნობობა და გამოცდილების დაგროვება, მაგრამ ყოველთვის გაშინებთ გაურკვევლობა. ამიტომ სხვადასხვა სიტუაციაში სრულიად სხავადასხვა პიროვნება ხდებით ხოლმე. სიმაღლის შიში ბევრს აქვს, მაგრამ მისი დაძლევა ადვილად შეიძლება. ეცადეთ, საკუთარ ემოციებს აჯობოთ და გონებას უგდოთ ყური. ასე ნებისმიერი შიში თავისთავად გაქრება.

7. მარტოობის შიში

თქვენ საზოგადოებაში ტრიალი გიყვართ, ხალხმრავალი წვეულებები. არასდროს უშვებთ შანსს, რომ მხიარულად გაატაროთ დრო. თქვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მუდმივად იყოთ ყურადღების ცენტრში. როცა შეყვარებული ან თაყვანისმცემელი არ გყავთ, მაშინვე იმაზე იწყებთ ნერვიულობას, რაღაც ნაკლი ხომ არ გაქვთ. ამიტომ, პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარეთ და მეტი დრო დაუთმეთ. გაიჩინეთ რაიმე ჰობი. ისწავლეთ საკუთარი შინაგანი სამყარო. საკუთარ თავზე მუშაობა თქვენთვის ნამდვილად პანაცეა იქნება და მარტოობის შიშს დაგამარცხებინებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი