რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?
19:33 შაბ. 16 მარტი
სხეულის ენა ბევრ რამეს გვკარნახობს. გამოცადეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა ჟესტების წაკითხვის უნარი. კარგად დააკვირდით სურათს - პასუხი დეტალებშია!
ახლა კი პასუხი:
„არავერბალური ინფორმაციის კითხვა ბევრმა არ იცის, მაგრამ მისი შეგრძნება ადამიანის არაცნობიერი უნარია, რომელსაც ხალხი ინტუიციას უწოდებს... თვალი აღიქვამს თანამოსაუბრის მიმიკას და იმპულსს გადასცემს ტვინს, ის კი, თავის მხრივ, ყოველ მოძრაობას რეფლექსისა და არაცნობიერის დონეზე შიფრავს”, – წერს ცნპბილი ფსიქოლოგი ალან პიზი თავის ერთ-ერთ წიგნში “სიმართლის ინდიკატორი”.
ახლა კი დააკვირდით, საით არის მიმართული კაცის ფეხსაცმლის წვერი!
ალან პიზის აზრით, მამაკაცის სხეულის ეს ნაწილი მიუთითებს იმ ქალზე, რომელიც მას ყველაზე მეტად აინტერესებს იმ მომენტში. თურმე, როცა კაცს ქალი მოსწონს, ქვეცნობიერად აბრუნებს სხეულს მისი მიმართულებით, ან ფეხს სწევს წინ სასურველი ქალის მიმართულებით.
ამ შემთხვევაში, ეს არის გოგონა ნომერი 3.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან