ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელიც თქვენს ცხოვრებას აღწერს
18:36 ორშ. 23 ოქტომბერი, 2023 წელი

მნიშვნელოვანია, რომ ტესტის შევსებისას ბევრი არ იფიქროთ - პასუხები თქვენს გონებაში ინტუიციურად უნდა გაჩნდეს.
მაშ ასე, აიღეთ რვეული და კალამი, დავიწყოთ!
კითხვა 1. ამ ცხოველების სახელები თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით ჩამოწერეთ.
- ძროხა
- ცხვარი
- ვეფხვი
- ცხენი
- ღორი
კითხვა 2. ეცადეთ, ერთი სიტყვით აღწეროთ:
- ძაღლი (როგორი?)
- კატა (როგორი?)
- ვირთხა (როგორი?)
- ყავა (როგორი?)
- ზღვა (როგორი?)
კითხვა 3. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ხუთ ადამიანზე გაანაწილეთ ამ ფერებიდან ერთი:
- ყვითელი
- ნარინჯისფერი
- წითელი
- თეთრი
- მწვანე
აქ კითხვები დასრულდა.
ახლა პასუხების მნიშვნელობა გავიგოთ:
კითხვა 1 - ამ კითხვაზე პასუხი თქვენს პრიორიტეტებს აჩვენებს.
- ძროხა - კარიერის სიმბოლოა.
- ვეფხვი - თვითშეფასების.
- ცხვარი - სიყვარულის.
- ცხენი - ოჯახის.
- ღორი - ფულის.
ის, თუ როგორ დაალაგებთ ცხოველებს, მეტყველებს, თუ რა პრიორიტეტები გაქვთ ცხოვრებაში.
კითხვა 2 - ამ კითხვაზე პასუხი ცხოვრების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას აჩვენებს
- ძაღლი - უკავშირდება თქვენს პიროვნებასთან
- კატა - უკავშირდება თქვენს საყვარელ ადამიანს
- ვირთხა - უკავშირდება თქვენს მტერს
- ყავა - უკავშირდება თქვენს დამოკიდებულებას სექსზე
- ზღვა - უკავშირდება თქვენს ცხოვრებას.
ის სიტყვა, რომელიც მე-2 კითხვაში ჩამოთვლილი სახელის აღწერისთვის აირჩიეთ, ქვეცნობიერად ასახავს თქვენს დამოკიდებულებას.
კითხვა 3 – თქვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ
- ყვითელი: წარმოადგენს ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე
- ნარინჯისფერი: წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ნამდვილ მეგობრად მიგაჩნიათ
- წითელი: წარმოადგენს ადამიანს, რომელიც გიყვართ
- თეთრი: წარმოადგენს თქვენს მონათესავე სულს
- მწვანე: წარმოადგენს ადამიანს, რომელსაც არასოდეს დაივიწყებთ
ესეც სცადეთ 👇
9 შეკითხვა, რომელიც ადამიანის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ
8 შეკითხვა ფროიდისგან - ფსიქოლოგიური ტესტი
ტესტი: რა არის თქვენი „აქილევსის ქუსლი“?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან