საკნატუნო ამბები

9 შეკითხვა, რომელიც ადამიანის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

fun time

14:47 ხუთ. 15 აპრილი, 2021 წელი

ადამიანის შეცნობა

14
დაკოპირებულია

ალბათ, ფინჯან ჩაისთან ფილოსოფიურ თემებზე საუბრის დროს, ბევრ ჩვენგანს გასჩენია თანამოსაუბრის უფრო კარგად გაცნობის სურვილი. როგორც გაირკვა, მსგავსი „ღრმა დისკუსიის“ დროს თანამოსაუბრეს შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ადამიანი წიგნის მსგავსად „წაიკითხოთ“. გთავაზობთ 9 კითხვას, რომელიც ადამიანის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ. 

1. გახსნიდით თუ არა კონვერტს, სადაც თქვენი გარდაცვალების თარიღი წერია?

ამ კითხვაზე მოსმენილი პასუხი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ცხოვრებისადმი ადამიანის ჭეშმარიტი დამოკიდებულება - რამდენად აფასებს ცხოვრებას და რამდენად გამბედავია.

2. საკუთარ თავთან მეგობრობა შეგიძლიათ?

ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ გაიგოთ ადამიანის თვითშეფასების ხარისხი, მისი ხასიათის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. ბოლოს და ბოლოს, ცუდ ადამიანთან მეგობრობას არავინ დათანხმდება.

3. როგორია თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები?

საზოგადოებრივი სტატუსი, ბედნიერება, ფული თუ სხვა რამ? თუ ამას ჰკითხავთ, ადამიანი უნებურად ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე ისაუბრებს. თუ ფულს დაასახელებს, სავარაუდოდ, კარიერისტია, რომელიც ნებისმიერი ფორმით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეცდება.

4. სხვებისგან განსხვავებულად აკეთებთ რამეს? თუ ასეა, რას?

ეს კითხვა საშუალებას მოგცემთ ადამიანის თვითმყოფადობისა და უნიკალურობის ხარისხს გაეცნოთ. პასუხი ასევე გაჩვენებთ აქვს თუ არა ადამიანს იუმორის გრძნობა და რა დონეზეა მისი თვითშეფასება.

5. ისაუბრებდით თუ არა საკუთარ ღალატზე, თუკი პარტნიორი ამას ვერასოდეს გაიგებს?

ამ კითხვაზე პასუხი თანამოსაუბრის სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულების ხარისხს და მის ზნეობრივ პორტრეტს დაგანახებთ.

6. ოდესმე დეჟავიუს გრძნობა გქონიათ?

ამ კითხვაზე პასუხი ადამიანის სრულფასოვნების ხარისხზე მეტყველებს. თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ აქვს თუ არა მას ცხოვრების მიზანი თუ უბრალოდ, არსებობას არჩევს.

7. მშიერი ბავშვის დასაპურებლად ჩადენილი დანაშაული ცუდი საქციელია თუ აუცილებლობა?

ამ კითხვის საშუალებით შესაძლებელია დაადგინოთ ადამიანის მორალის ხარისხი, აგრეთვე ოჯახისადმი დამოკიდებულება.

8. რას გააკეთებდით, ბევრი ფული რომ გქონდეთ?

ეს კითხვა საშუალებას მოგცემთ, ადამიანის რეალური მიზნებნი და ოცნებები დაინახოთ. ის უნებლიეთ ისაუბრებს იმაზე, რაც ცხოვრებაში აკლია.

9. ერთ პლანეტაზე ქალები ცხოვრობენ, ხოლო მეორეზე მამაკაცები. თქვენ ცხოვრებას რომელ პლანეტაზე არჩევთ?

პასუხი თანამოსაუბრის აზროვნებაში სტერეოტიპის არსებობისა და ლოგიკური უნარების შესახებ მიგანიშნებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი