Fun-ტესტი

ტესტი: რა არის თქვენი „აქილევსის ქუსლი“?

fun time

20:35 ხუთ. 13 აპრილი, 2023 წელი

ტესტი: რა არის თქვენი
„აქილევსის ქუსლი“

14
დაკოპირებულია

ალბათ ყველა ადამიანს აქვს ერთი თვისება მაინც, რომელიც წარმატებაში ხელს უშლის. თუ საკუთარი თავის შესახებ სიმართლის გაგების არ გეშინიათ, დახედეთ სურათს და თქვით, მისმა რომელმა ნაწილმა მიიქცია თქვენი ყურადღება პირველივე წამებში. ამის მიხედვით ჩვენ თქვენს მთავარ სისუსტეს გეტყვით.

მაშ ასე:

1. მამაკაცის სახე

თუ თქვენი ყურადღება პირველად მამაკაცის სახემ მიიპყრო, ძალიან პრაქტიკული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი ხართ. იცით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს ღირსეულად და თანმიმდევრულად. ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ, თუმცა ძალიან გიჭირთ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ამის გამო სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება და ოჯახის შექმნა შეიძლება ძალიან დიდხანს ვერ მოახერხოთ.

2. გოგონა და წიგნი

თუ სურათზე პირველად გოგონა და წიგნი შენიშნეთ, ნამდვილი ინტელექტუალი ხართ. მუდმივად რაღაც ახლის გაგებას და სამყაროს შესწავლას ცდილობთ. თუ თავში ახალი იდეა მოგივიდათ, ირგვლივ ყველაფერი გავიწყდებათ - სამუშაო, საყვარელი საქმე, მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი. ამ დროს რეალობის აღქმას და საყვარელ ადამიანებთან კავშირს კარგავთ და ხელიდან უამრავ შესაძლებლობას უშვებთ.

3. გოგონა ჭიქით ხელში

ადამიანი, რომელმაც პირველად ჭიქიანი გოგონა შენიშნა, როგორც წესი, შესანიშნავი მსმენელი, მეგობარი და პარტნიორია. თქვენ კეთილი ადამიანი ხართ, რომელსაც ადამიანების თანაგრძნობის და დახმარების სურვილი ამოძრავებს, ამიტომ ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. თუ ვინმეს რჩევა სჭირდება, დახმარებისთვის ყოველთვის მზად ხართ, მაგრამ როცა რჩევა და დახმარებას თავად საჭიროებთ, პატარა ბავშვივით იბნევით და გამოსავლის პოვნა გიჭირთ.

4. ყვავილებიანი ლარნაკი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაზე პირქუშ ნახატზეც კი შეუძლია სილამაზე დაინახოს და ერთფეროვან საქმეშიც კი საინტერესო იპოვოს. ყველას უყვარხართ, რადგან მშვენიერი შინაგანი სამყარო გაქვთ და იცით, ადამიანებს ცხოვრება როგორ გაულამაზოთ. სამწუხაროდ, უარს ამბობთ იმის აღიარებაზე, რომ ყველას გადარჩენა არ შეგიძლიათ. ამის გამო გამუდმებით კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებით.

5. სავარძელი

თუ სურათზე პირველად სავარძელი დაინახეთ, კრეატიულად მოაზროვნე ადამიანი ხართ, რომელიც ახალ გარემოს ადვილად ეგუება. თქვენ კარგად იცით, როგორ გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდან და წარუმატებლობა წარმატებად აქციოთ. თქვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყურადღების გამახვილება დიდხანს არაფერზე შეგიძლიათ. სწორედ უყურადღებობისა და არაპუნქტუალურობის გამო, თქვენი ავტორიტეტი ძალიან დაზარალდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ კატა დ...

ფსიქოლოგიური ტესტი -
აირჩიეთ კატა