Fun-ტესტი

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ და გაიგეთ თქვენი ხასიათის სუსტი წერტილი

fun time

14:00 ორშ. 15 იანვარი

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

14
დაკოპირებულია

ადამიანი ყოველდღიურად უამრავ სირთულეს, დიდ და პატარა პრობლემას აწყდება. თითოეულ ჩვენგანს აქვს სისუსტეები, რომლებიც ჩვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელს გვიშლიან. ამ ტესტით შეიძლება გაარკვიოთ, რომელია თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

იმის ცოდნა, თუ რა გაწუხებთ სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და წარმატებული იყოს?

მოდი დავიწყოთ.

ქვემოთ ერთმანეთისგან განსხვავებული სამი სიმბოლოა. მათგან ის უნდა აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მისი აღწერა ნახოთ.

სიმბოლო №1

თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე ყოყმანია.

შეცდომის დაშვების გეშინიათ და გარისკვა არ გიყვართ.

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვისკენ ხართ მიდრეკილი, გარკვეული დროის შემდეგ დამშვიდებას ახერხებთ. თანდათან ბრუნდება აზროვნებისა და ანალიზის უნარი, რაც პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ხართ.

დროა თქვენი შიშის მართვა ისწავლოთ, რათა პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე უარესი სცენარის შანსი ძალიან მცირეა. თქვენი შიშების 90% თქვენი წარმოსახვის ნაყოფია და არასოდეს ახდება.

სიმბოლო №2

თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე პერფექციონიზმია.

დარწმუნებული ხართ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი თქვენს წესებს უნდა ემორჩილებოდეს და შედეგიც სრულყოფილი უნდა იყოს.

სრულყოფილებისკენ სწრაფვის პროცესში შეიძლება ნამდვილ ტირანად იქცეთ და ამის გამო ყველა მეგობარი დაკარგოთ.

საკუთარ თავსაც ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებთ.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სრულყოფილებისკენ სწრაფვა სისუსტესთან ერთად, თქვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ხასიათის თვისება, რომელიც არც ისე ხშირად გვხვდება, მაგრამ ეცადეთ, ბალანსი იპოვოთ. დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა ისე, რომ სხვებზე ზეწოლა არ მოახდინოთ.

გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, შეცდომებს ყველა ვუშვებთ. თუ ამას კარგად გაიაზრებთ, თქვენი ცხოვრებას გაცილებით მშვიდი და ბედნიერი გახდება.

სიმბოლო №3

საკუთარ შიშებს უფლებას აძლევთ, რომ თქვენი ემოციები მართონ და ეს თქვენი ყველაზე დიდი სისუსტეა.

გამუდმებით დაძაბული ხართ და შეტევას ელით, რაც სავარაუდოდ, წარსულის რომელიღაც ტრავმას უკავშირდება. ამდენი შფოთვა როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად ძალიან დაგღლით.

მოულოდნელ სიტუაციებში თავს უმწეოდ გრძნობთ, რაც შეცდომების დაშვებას გაიძულებთ.

ნუ ეცდებით ყველა წვრილმანის შესწავლას და გაანალიზებას. ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და კონტროლი შეუძლებელია.

მუშაობის გარდა, სასურველია, დასვენებაც ისწავლოთ და თავი დადებითი აზრებით აავსოთ. თქვენ ნამდვილად საუკეთესოს იმსახურებთ და შეგიძლიათ, ცხოვრებით დატკბეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის...

რას ნიშნავს ასო „M“
მარცხენა ხელის გულზე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს...

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?