რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის გულზე?
16:07 ორშ. 15 ივლისი
ხელები ჩვენი წარსული და მომავალი ცხოვრების ერთგვარ რუკას ასახავენ. ამ რუკის წაკითხვა ქირომანტებს შეუძლიათ, თუმცა გარკვეული ინფორმაციის მიღებას ნებისმიერი, დაკვირვებული თვალის მქონე ადამიანი შეძლებს.
ათასობით წელია, ადამიანები ხელისგულის წაკითხვას ცდილობენ, რათა ხასიათისა და ემოციების შესახებ უფრო მეტი გაიგონ.
ხელისგულის შესწავლის დროს ხდება ხელის ფორმის, ხაზების, ასევე თითების სიგრძის შესწავლა და დაკვირვება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მარცხენა ხელისგულზე ასო "M" არსებობას ენიჭება.
ხელისგულზე ასო "M" რამდენიმე ხაზის გადაკვეთის შედეგად წარმოიქმნება, აქედან:
ერთი სიცოცხლის ხაზია, რომელიც ცერა თითიდან მოდის და მაჯამდე ეშვება. ეს ხაზი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ გვამცნობს. რაც უფრო გრძელია ხაზი, მით უფრო გრძელია სიცოცხლე.
მეორე გონების ხაზია, რომელიც ხელისგულს შუაზე ყოფს და თქვენს გამჭრიახობაზე მეტყველებს.
მესამე ხელისგულის ცენტრში მდებარე ბედისწერის ხაზია, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის ბედზე გავლენას უზენაესი ძალები ახდენენ.
მეოთხე სიყვარულის ხაზია, ის მოიცავს ოთხი თითის ხაზს და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზე მეტყველებს.
***
თუ ყველა ეს ხაზი თავს თქვენს ხელისგულზე იყრის და ასო "M"-ს ქმნის, მაშინ იშვიათი ადამიანი ხართ.
ასო "M" შეიცავს ცხოვრების, გონების, ბედის და სიყვარულის ხაზებს. ეს ასევე დიდი იღბლის ნიშანია.
თუ თქვენს ხელისგულზე ასო "M" ჩანს, მაღალგანვითარებული ინტუიცია გაქვთ, თქვენი მოტყუება შეუძლებელია და თქვენს თავში მუდმივად ახალი იდეები იბადება.
ამასთან, ადამიანებს იზიდავთ და ყველა საქმე, რომელსაც ხელს კიდებთ, შესანიშნავად გამოგდით.
ქირომანტიაში მარცხენა ხელისგულზე ასო "M" უნიკალურ ბედს, იშვიათ იღბალს და წარმატების შანსს ნიშნავს.
ესეც დაგაინტერესებთ:
დაიხედეთ ხელისგულზე - რას ამბობს თქვენი გულის ხაზი?
რას ნიშნავს, როცა მარჯვენა ხელისგული ან სხეულის სხვა ნაწილები გექავებათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან