ქართული კერძები

კრიმანჭული - ახალი სიტყვა კულინარიაში!

fun time

12:00 შაბ. 3 ივლისი, 2021 წელი

გურული კერძი კრიმანჭული

14
დაკოპირებულია

კრიმანჭული კულინარიაში ნამდვილად ახალი სიტყვაა - ღორის ხორცის, ყველის, ბოსტნეულისა და ჩირეულის ნაზავის პიკანტური კერძი შესანიშნავია როგორც სადღესასწაულოდ, ასევე ყოველდღურ სადილად... კრიმანჭულის რეცეპტს, ექსკლუზიურად Funtime-ს მკითხველებისთვის, მზარეული ალექსანდრე კვაბზირიძე გვიზიარებს.

კრიმანჭულის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

სულგუნი - 200 გრ;
ბრინჯი - 100 გრ;
ღორის ჩალაღაჯი - 350 გრ;

ბულგარული წიწაკა - 400 გრ;
ყაბაყი - 200 გრ;
ქამა სოკო - 100 გრ;
ბადრიჯანი - 200 გრ;

შავი ქლიავი - 50 გრ;
ლეღვის ჩირი - 50 გრ;
ვაშლის ჩირი - 50 გრ;
მსხლის ჩირი - 50 გრ;

ძირა - 5 გრ;
წითელი ხახვი - 80 გრ;
ოხრახუში - 10 გრ;
კამა -10 გრ;
მწვანე ხახვი - 10 გრ;
მწვანე წიწაკა - 15 გრ;
დაღერღილი წიწაკა - 5 გრ;
შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

კრიმანჭულის მომზადების წესი:

  • მოხარშული ბრინჯი გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში.
  • დაამატეთ დაჭრილი ჩირეული, კუბიკებად დაჭრილი სულგუნი, წვრილად დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, წითელი ხახვი და ოხრახუში.
  • გასუფთავებული და კარგად გარეცხილი ღორის ჩალაღაჯი დაჭერით 2-3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად და გვერდებზე ჩაჭერით ისე, რომ ხორცის ნაჭერს ჯიბე გაუკეთდეს.
  • ჯამში მოთავსებულ პროდუქტებს დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა, ძირა და კარგად გადაურიეთ, შემდეგ კი ჩატენეთ ჩალაღაჯის ჯიბეში.
  • ზემოდან მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი, მოათავსეთ გრილის ბადეში და შეწვით მაყალზე.
  • შეწვის პროცესში, გრილის ბადეში მოთავსებულ ხორცს კარაქი გადაუსვით.
  • ახლა კი ბოსტნეულის მომზადებას შეუდექით.
  • დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ გრილის ბადეში, შეწვით ორივე მხრიდან და როგორც კი ღორის ხორცი მომზადდება, გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე ბოსტნეულთან ერთად.

შენიშვნა:
კრიმანჭული შეგიძლიათ გრილისა და მაყალის გარეშეც მოამზადოთ: ხორციც და ბოსტნეულიც შეწვით ტაფაზე, მხოლოდ ზეითუნის ზეთში ან ერბოში;
თუკი კრიმანჭულს ტაფაზე ამზადებთ, ხორცი დანით დასერეთ და შეწვით თავსახურის გარეშე;
კრიმანჭულის მოსამზადებლად 30 წუთი საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა