რატომ ითმენს მომწამლავ ურთიერთობას ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი?
17:58 ორშ. 16 ოქტომბერი, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება ხშირად საინტერესოა იმ მხრივ, თუ როგორ იქცევიან ისინი პირად ურთიერთობებში. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ კურო, სასწორი და თევზები დამცირებასაც აიტანენ და საკუთარ სურვილებსაც სამუდამოდ დაივიწყებენ, ოღონდაც ოჯახური ურთიერთობა, თუნდაც - მომწამლავი, შეინარჩუნონ...
კურო
როგორც ცნობილია, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავიანთი ერთგულებით არიან ცნობილნი. მათგან მოსიყვარულე და მუდამ მხარდამჭერი პარტნიორები გამოდიან.
ამ ადამიანებს სტაბილურობა იზიდავთ და, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რათა მომწამლავი ურთიერთობა როგორღაც შეინარჩუნონ.
ამ ურთიერთობის გადასალახავად უნდა მიხვდნენ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის ერთგულებაა საჭირო.
სასწორი
სასწორებს პარტნიორული ურთიერთობები მოსწონთ. ამიტომაც ისინი ნეგატიურ ურთიერთობაში დარჩენას ამჯობინებენ.
ისე, საინტერესო ნიუანსია: ისინი დამოუკიდებლობით არიან ცნობილები, მაგრამ როგორც კი ურთიერთობებს იწყებენ, მაშინვე პარტნიორზე დამოკიდებულები ხდებიან. ისინი აფასებენ კავშირსა და პარტნიორის მხარდაჭერას. ამიტომაც ურთიერთობებში დიდ მოთმინებას ავლენენ და თუნდაც მცირედ დადებითს ეძებენ.
წინსვლისთვის მათ უნდა შეიგნონ, რომ ურთიერთობისას მართლაც საუკეთესოები არიან. შესაბამისად, მათ უფრო ადეკვატური პარტნიორის მოძებნა არ გაუჭირდებათ.
თევზები
ამ ადამიანებს თავის მსხვერპლად წარმოდგენა უყვართ. მათ რეალობისგან აბსტრაგირების უდიდესი უნარი აქვთ და სჯერათ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მათ უნდა გაიგონ, რომ უაზრო თავგანწირვა მათ შვებას ვერ მოუტანს: ყველაზე მეტად თავად დაზიანდებიან. ამიტომაც ტოქსიკურ ურთიერთობებში დარჩენა მათთვის ყველაზე ცუდი გამოსავალია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან