თემატური ჰოროსკოპი

რითი აფრთხობთ მამაკაცებს? - ჰოროსკოპი ქალებისთვის

funtime

11:00 სამ. 19 იანვარი

ქალის ხასიათი ზოდიაქოს
მიხედვით
14
დაკოპირებულია

ამ ჰოროსკოპში გადმოცემულია ქალების ის თვისებები, რომლებიც მამაკაცებს გულზე არ ეხატებათ. წაიკითხეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ!

 

ვერძი - ზედმეტი გამბედაობა
დიახ, ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს გამბედავი ქალები, რომლებიც ინიციატივას ხელში იღებენ და პირველ ნაბიჯს დგამენ. და მაინც, ამგვარი მამაკაცები ხშირად არ შეგხვდებიან. ეცადეთ, ხასიათით უფრო ქალურები იყოთ, თუნდაც იმათთან, რომლებსაც სურთ, ამგვარები გიხილონ.

კურო - მერკანტილურობა
ამ თვისების მამაკაცებს ისე ეშინიათ, როგორც ცეცხლის. მაშინაც კი, თუკი მართლაც გიყვართ ფული, მამაკაცის წინაშე ამის დემონსტრირებას ნუ შეეცდებით. უფრო ეშმაკურები და იდუმალები იყავით. მაშინ ისიც თქვენთვის ყველაფრისთვის მზად იქნება.

ტყუპები - თავისუფლების სიყვარული
მამაკაცებს თქვენი თავისუფლებისადმი სიყვარული აფრთხობთ. ისინი უბრალოდ დარწმუნებულები არ არიან, რომ ყოველთვის მათ გვერდით იქნებით. გახსოვდეთ: თქვენ გაქვთ საკუთარი სივრცის უფლება, მაგრამ პარტნიორსაც ნუ დაივიწყებთ.

კირჩხიბი - ოჯახური სიჯიუტე
ერთი შეხედვით ნაზი და სათნო ჩანხართ, მაგრამ თქვენგან მაშინვე გარბიან, როგორც კი აღმოაჩენენ, რა მეწვრილმანე და ჯიუტი ხართ შინაურ გარემოში. გახსოვდეთ, ამისთვის ყველა არ არის მზად!

ლომი - ქედმაღლობა
ხასიათის ეს ნიშანი ბევრს არ მოსწონს, ვინაიდან ის ნეგატივით არის გაჟღენთილი. ვინც მოგწონთ, მის მიმართ ცოტა რბილი უნდა იყოთ, სხვაგვარად ამ ადამიანს დაკარგავთ!

ქალწული - მუდმივი კრიტიკა
დიახ, ჰოროსკოპის ამ ნიშნის ქალები მამაკაცებს ხშირად შეგნებულად აფრთხობენ! ამაზე მეტი საშინელების მოფიქრება შეუძლებელია. ეცადეთ, ამგვარი ნუ იქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცები ძალიან სწრაფად გაგექცევიან.

სასწორი - გაურკვევლობა
მამაკაცებმა იციან, რომ ზოგიერთ ქალს ამგვარი ნიშანი ახასიათებს, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა! ძალიან დიდხანს თუ გააჭიანურებთ, მაშინ ის თქვენგან აუცილებლად გაიქცევა.

მორიელი - ამოუცნობი
ყველა მამაკაცს არ აქვს სურვილი, გარისკოს, ამიტომაც ყველას არ ექნება თქვენთან ურთიერთობის სურვილი. ეცადეთ, თქვენი ამოუცნობობა სასიკეთოდ გამოიყენოთ!

მშვილდოსანი - ბუტიაობა
ძვირფასო ქალბატონებო, გახსოვდეთ, მამაკაცებს არ უყვართ, როცა მათზე ბრაზდებიან. თქვენი კაპრიზებით არ გადაამლაშოთ, სხვანაირად მარტო დარჩებით!

თხის რქა - ჭკუის სწავლება
მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათ მუდმივად აკრიტიკებენ და ცხოვრებას ასწავლიან. ბევრი მათგანი ცდილობს, დომინირებული მდგომარეობა დაიკავოს, ამიტომაც თქვენგან ჭკუის სწავლება მათ არ ესაჭიროებათ.

მერწყული - მოუხელთებლობა
მამაკაცებს აფრთხობთ, როცა არ იციან, თქვენი გული როგორ მოინადირონ. დიახ, ბევრს მოსწონს "იშვიათი ნანადირევი", მაგრამ დოზირება აქაც საჭიროა.

თევზები - სიცივე
არიან მამაკაცები, რომელთაც სინაზე არ მოსწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სრული გულგრილობა გულზე ეხატებათ. გახსოვდეთ, პარტნიორს ყურადღება უნდა დაუთმოთ, სხვაგვარად ის, უბრალოდ, წავა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის მორიელი ქალი საუკეთესო პ...

მორიელი ქალი

რატომ არის კურო ყველაზე კომფორტული...

კურო დახასიათება

ზოდიაქოს ნიშნების სამი ყველაზე დიდი...

ზოდიაქოს ნიშნები
სიყვარულში

ვინ არ გამოგადგებათ პარტნიორად - გა...

როგორ ეწყობიან ერთმანეთს
ზოდიაქოს ნიშნები

რა უნდა იცოდეთ, თუ კაცი მერწყული გი...

კაცი მერწყულის თვისებები

მშვილდოსანი - 10 გამორჩეული თვისება...

მშვილდოსანი დახასიათება

რატომ არიან თხის რქები საუკეთესოები...

თხის რქა თვისებები

რა სამკაული ვაჩუქოთ გოგოს ზოდიაქოს...

კრეატიული საჩუქარი

ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომელსაც...

ზოდიაქოს ნიშანი სასწორი