კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

  • sovkusom.ru
  • 16 მაისი 12:00, 2019 წელი

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...

ინგრედიენტები:

მოცარელა - 250 გრ
პამიდორი - 3-4 ცალი
შავი პილპილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 60 მლ
ბაზილიკი (მწვანე რეჰანი) – 1 კონა
პარმეზანი - 30 გრ
ნიგოზი - 30 გრ
ნიორი - 2 კბილი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით

1. პესტოს სოუსის მოსამზადებლად ბაზილიკი გარეცხეთ და ფოთლები მოაცალეთ.

2. ბაზილიკის ფოთლები ბლენდერში მოათავსეთ (მხოლოდ რამდენიმე დაიტოვეთ მოსართავად). დაამატეთ ყველი, ნიგოზი, ნიორი, ზეითუნის ზეთი. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ სულ ცოტა მარილი.


3. დაჭერით მწიფე პამიდორი და მოცარელა 5 მმ-იან მრგვალ ნაჭრებად.



4. დააწყვეთ პამიდორი და ყველი ლანგარზე, ისე რომ წრეები გააკეთოთ. მოაყარეთ პილპილი.


5. სუფრასთან მიტანისას მოასხით ზემოდან პესტოს სოუსი და მორთეთ ბაზილიკით.


წყარო: sovkusom.ru