დუკანური კერძის 4 რეცეპტი - იაფიანი, მარტივი, გემრიელი

  • 22 სექტემბერი 14:25, 2020 წელი

 ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა უკვე 20 წელზე მეტია წონის დაკლების საუკეთესო საშუალებად ითვლება.

დაიჯესტი გთავაზობთ  დუკანური კერძის 4 რეცეპტს, რომლის მომზადებასაც სახლში მარტივად შეძლებთ:


ბოსტნეული ქათმის ფილეთი


მდუღარე მარილწყალში ჩავდოთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოვწალოთ 10 -15 წთ. დავანაწევროთ. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი წყალი, ჩავყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო , ბულგარული წიწაკა, ხახვი და ქათმის ფილე.  ყველაფერი კარგად რომ მოითუშება, დავამატოთ მწვანილები, სურვილისამებრ ხმელი სუნელები.



ბადრიჯანი ,,მარიაშა" - მარიკოს რეცეპტით


3 - 4 ც. ბადრიჯანი მოვხარშოთ, გავწუროთ და ავწეწოთ ან დავჭრათ. დავუმატოთ 2 პატარა კბილი ნიორი, 1პატარა ხახვი, მწვანილი გემოვნებით, დუკანური მაიონეზი 2 ს\კ , მარილი და სუნელები გემოვნებით.



კრევეტებით ფარშირებული კვერცხი (შეტევა+მონაცვლეობა)


კარგად მოხარშეთ და გააციეთ კვერცხი. გაჭერით თითოეული კვერცხი ორ თანაბარ ნაწილად, ამოიღეთ გული და შეურიეთ დაჭრილ კრევეტებს. მოამზადეთ დიეტური მაიონეზი. ჩადეთ ფიალაში კვერცხის გული. დაამატეთ მარილი, წიწაკა და ძმარი. კარგად აურიეთ და მორევის პროცესში დაამატეთ რამდენიმე წვეთი პარაფინის ზეთი. როდესაც სოუსი შესქელდება, დაამატეთ მდოგვი.  კვერცხის გულისა და კრევეტებისგან მიღებულ მასას დაამატეთ ცოტა დიეტური მაიონეზი და ამოავსეთ კვერცხის ცილები.



ქათმის ფილეს რულეტი კვერცხით


ქათმის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ ქატოთი და სუნელებით, გავაბრტყელოთ პარკზე, შიგ მოვათავსოთ კვერცხი, გადავახვიოთ რულეტისებურად ამ პარკითვე, მოვათავსოთ მაცივარში 30 წთ. შემდეგ მოვხსნათ პარკი და მოვათავსოთ საცხობ სინზე. ცხვება 180 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.