სოფელ დიღმის კლასტერი არსებობს - ამირან გამყრელიძე

  • 22 სექტემბერი 16:00, 2020 წელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, თბილისში არსებობს ახალი კლასტერი, სოფელ დიღმის კლასტერი.

„თბილისში სოფელ დიღმომში შექმნილი კლასტერი დაკავშირებულია დაბადების დღესთან. ისინი კლასელები არიან, თუმცა არა ახალგაზრდები. მათი ყველა კონტაქტი მოძიებული და გამოკვლეულია, შესაბამისად, სიტუაცია კონტროლირებადია“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.


ინფორმაციისთვის, დღეს 22 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ყველაზე მეტი აჭარაში დადასტურდა. გარდაცვლილია 23 ადამიანი.