თბილისში აივანზე ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო, თოკი გაწყდა და ცხედარი მეზობლის ტერასას დაეცა

  • report.ge
  • 22 სექტემბერი 10:55, 2020 წელი

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. ცნობილია, რომ კორპუსის მე-12 სართულზე, 35 წლამდე კაცმა თავი ჩამოიხრჩო, ფაქტის შემდეგ თოკი გაწყდა და ახალგაზრდა პირველ სართულზე, მეზობლის ტერასას დაეცა.

მეზობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სრული ვერსიის ნახვა report.ge