კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

  • 22 სექტემბერი 15:53, 2020 წელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტარციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდაცვლილი პაციენტი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და თბილისში მკურნალობდა.


ინფორმაციისთვის, დღეს 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაციავალა, ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 23 ადამიანი, გამოჯანმრთელებული 1574 ადამიანი, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულია 3913 პირი.