ჩვეულებრივი მოქალაქის „ბულინგი” - ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს? - იმედაძე

  • 22 სექტემბერი 11:22, 2020 წელი

მომღერალი ქრისტინე იმედაძე წერს, რომ ცნობილი ადამიანები ძალიან ხშირად არიან ბულინგის მსხვერპლნი. მისი თქმით, ბულინგის შემთხვევაში ადამიანები ცნობილებად და არაცნობილებად არ უნდა დაიყონ და ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მიმართ უნდა იყოს გამოხატული თანადგომა.

მომღერალს, ის შეურაცხმყოფელი ფრაზები მოჰყავს, რასაც საჯაროდ არაერთი ადამიანი მის მიმართ აფიქისრებს ხოლმე.


„ეს პოსტი არ ეხება იმ კონკრეტულ გოგოს! (რომელსაც უკვე ბოდიში მოუხადა ნინიმ) ზოგადია! მე უბრალოდ კითხვა მაქვს ... კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რომ წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე ... იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ ( მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში)


მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები ? ეს „ბულლინგი” - ს კანონები „ცნობადებზე” არ ვრცელდება?


თუ გგონიათ, რომ ვიღაცამ სიმღერა, მოდელობა, წამყვანობა ან მსახიობობა გადაწყვიტა ცხოვრებაში აუცილებლად სპეციალური ნერვები მოყვება?


გულწრფელად მაინტერესებს ჩვეულებრივი მოქალაქეს „ბულინგი” - ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს?


... უბრალოდ მინდა ვიცოდე, რატომ არ ტყდება პანიკა როცა, ჩვენს გარეგნობას, ჩვენს შვილებს, ოჯახებს ან ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ეხებიან...


აბა გუშინ რამდენი დაფიქრდით იმაზე, რომ იქნებ მერამდენე დაუმსახურებელი შეფასება წაიკითხა რო გულმა არ გაუძლო ერთი შეხედვით თითქოს არ გასაბრაზებელ კომენტარზე...


ადამიანები ვართ ჩვენც... და ყოველთვის არ ვართ მზად მივიღოთ „რაღაცები“ ...


კარგია ეს გვერდში დგომა რომ ვიცით, მაგრამ ცუდია თუ ყველაზე არ ვრცელდება...“ - წერს ქრისტინე იმედაძე.