,,მოიცა, რაა?!" - 12 დაუჯერებელი ფაქტი შვედეთში ცხოვრების შესახებ

  • 22 სექტემბერი 15:33, 2020 წელი

VOLVO-ს, მაინკრაფტის, IKEAS-ს, Battlefield-ის და კიდევ ბევრი გასაოცარი რამის სამშობლო.  შვედეთი იმიგრაციის მაჩვენებლით მე-20 ადგილზეა. მიზეზი მარტივია - უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, სუფთა ჰაერი... თუმცა ამ ყველაფრის გარდა არის კიდევ რამდენიმე ფაქტი, რაც აქ ცხოვრებას კიდევ უფრო სანატრელს ხდის.

მაშ ასე, 12 ფაქტი შვედეთში ცხოვრების შესახებ ( ერთ წინადადებას ორჯერ ნუ წაიკითხავთ, ნამდვილად ეგ წერია):


1. არ არსებობს იერარქია


აქ ერთმანეთს ყველა სახელით მიმართავს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ ასაკისა. 


2. მათთვის გულწრფელობა პრიორიტეტია


ურჩევნიათ, შეცდომები დაუყოვნებლივ აღიარონ, ვიდრე სხვამ გამოააშკარავოს.


 


3. თუ ვინმეს საჭმელს სთავაზობთ და ის უარს გეუბნებათ, უმჯობესია, მაშინვე გაჩერდეთ


 


აქ დაძალება უხეშობად ითვლება


 


4. ოფისებში თანამშრომლები საოჯახო საქმეებსაც ითავსებენ . ამ ყოველდღიურ რუტინაში სამსახურის ყველა რგოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. 


თუ ერთხელაც რომელიმე შვედურ კომპანიაში გეტყვიან, რომ ახლა მენეჯერს თქვენთან შეხვედრა არ შეუძლია, რადგან დღეს სამზარეულოშია მორიგე, ნუ დაიბნევით. მეორე დღეს შესაძლოა იმავე მენეჯერს ოფისის დასუფთავება ხვდეს წილად. აი, შემდეგ კი, მდიდრულ პიჯაკში გამოწყობილი, საქმიანი შეხვედრებისთვისაც მზად იქნება. 
 


5. ოფისები საღამოს 5 საათზე უკვე ცარიელია


სამუშაო საათები 17:00-ზე მთავრდება. მეტიც! მშობლები შვილების ბაღიდან ან სკოლიდან გამოსაყვანად ადრე მიდიან და მათ ამის უფროსთან შეთანხმება არ სჭირდებათ. 


  


6. ივლისსა და აგვისტოში ბევრი დაწესებულება დახურულია


მათ შორის, კაფე-ბარები და ბანკები. 


 


7. შეხვედრაზე დაგვიანება ან ადრე მისვლა გამოუსწორებელ შეცდომად ითვლება


 



ეს წესი არა მხოლოდ ოფიციალურ, არამედ მეგობრულ შეკრებებზეც ვრცელდება.


7. მათ მთელი თვე წინასწარ აქვთ დაგეგმილი


 


თუ  შვედს ჰკითხავ, რას აკეთებს ორი კვირის შემდეგ, პარასკევ საღამოს,  ის საკუთარ განრიგს გადახედავს და შესაძლოა, მთელი დღის განრგი საათობრივად ჩამოგისხაპუნოს. 


 



 


8. პატივს სცემენ პირად სივრცეს 


შვედები პირად საკითხებზე მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან საუბრობენ. ამის გამო, მათთან დამეგობრება მარტივი არაა. 


9. ნებისმიერი ადამიანის მობილურის ნომრისა  და ელექტრონული ფოსტის მოპოვება მარტივია


,,რად გინდა? არ უთხრა, რომ მე მოგეცი" , - მსგავს რამეს აქ არავინ გეტყვით. სასურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას ნებისმიერისგან მოიპოვებთ. 


 


10.  შვედები ვერ იტანენ ქაღალდის ფულს


 


წვრილმანების თანხასაც კი ბარათით იხდიან


11. ფიკა - გუნდური შესვენება ყავით


თუ შესვენებაზე ცალკე კუთხეში დაჯდომა გიყვართ, შვედეთი სათქვენო ქვეყანა არაა, რადგან აქ ფიკას ტრადიციის დარღვევის ნებას არავინ მოგცემთ. შვედები ყავის შესვენებას ერთად ატარებენ, საუბრობენ სხვადასხვა თემებზე და ამ დროს მობილურსაც იშვიათად პასუხობენ. 


 


12. მათთვის ოჯახი უმთავრესია


სწორედ ამიტომ,  დღეში 6 საათზე მეტს არ მუშაობენ და წლის განმავლობაში შვებულების 33-დღიანი ლიმიტი აქვთ.