არ გპატიობენ ერთ გადაბრუნებულ ნაბიჯს - ნინი ბადურაშვილის სკანდალს „ლეკა“ ეხმაურება

  • 22 სექტემბერი 14:55, 2020 წელი

მომღერალ ნინი ბადურაშვილის სკანდალს მსახიობი ქეთი წიქვაძე , ჩცდ-ს პერსონაჟი ლეკა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

როგორც ქეთი წიქვაძე წერს, საზოგადოება თითქოს იმისთვის ცხოვრობს, რომ ჩადენილი შეცდომების გამო გადაგთელონ და არაფერი გაპატიონ.


დაიჯესტი ქეთი წიქვაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ასე რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? თან სრულიად უცხოებს, უბრალოდ სძულხარ, არ გპატიობენ ერთ გადაბრუნებულ ნაბიჯს, არ იღებენ დაშვებულ შეცდომაზე ბოდიშს..


თითქოს იმისთვის ცხოვრობენ, რომ რამე შეგეშალოს და ამის გამო გაგთელონ.. ბოდიშის მოხდას ყველა ვერ ახერხებს, რადგან საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დიდსულოვნება ჭირდება, ისევე როგორც ბოდიშის მიღებას.,რომლის მიღებაც თურმე ძალიან უჭირს ჩვენს საზოგადოებას.. Niniმ ბოდიში მოიხადა, შეწუხდა და განიცადა..რასაც ისეთი კომენტარები მოყვა, რომ ვკითხულობ არ მჯერა..


ეს კი იმას მიუთითებს, რომ იმ გოგოს ბედი კიარ აღელვებს ვინმეს, არამედ უბრალოდ ნინის ლანძღვა კვებავთ..


ეს ის „საზოგადოებაა“, რომელიც ნინიზე შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ილანძღებოდა, როდესაც ორსულად იყო...!!!


დღეს მის გარდაცვლილ ბებიაზეც არ ასრულებენ ლაპარაკს, ეს არაფერს ნიშნავს,უნდა მივიღოთ ყველამ და გავატაროთ, ვითომ არც ყოფილა..მოდით დამშვიდდით და ყველამ თავის თავს მიხედეთ რა!“,-წერს ქეთი წიქვაძე.


ინფორმაციისთვის, მომღერალი ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუკომენტარა და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, - დაწერა მან.


სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც მომღერალმა ბოდიში მოიხადა.